არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე – ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივაში, ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის ჩართულობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში უნდა […]

კენეტ ვოლაკი საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის რისკზე – გონივრულია სიფხიზლის გამოჩენა და მზადყოფნა ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც ხელს შეუშლის ამ მცდელობას

საქართველოში, წინა წლებში ჩატარებული არჩევნების დროს გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება და პარტიები განიხილავენ და მოაგვარებენ იმ საკითხებს, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევნები არის გზა იმის შესაფასებლად, თუ როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი, სასამართლო, უსაფრთხოების […]

გამოწვევებზე სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად აპელირება გაზრდილ ფასებზე

გამოწვევებზე სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად აპელირება გაზრდილ ფასებზე “ვირუსულმა ომმა მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია და საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა სწორი მენეჯმენტით, გარკვეულწილად მდგრადი პოზიცია შეინარჩუნა და ახლა მშვიდობისა და სწორი პოლიტიკის ფონზე ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პროგრესი, რაც სხვა მონაცემებთან ერთად […]

პაპუაშვილი: ვისაც უნდა, ვიყოთ საცდელი ცხოველები, თავის ქვეყანაში დაამყარონ კონსენსუსები

ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის მომზადება ნიადაგისა იმისთვის, რომ, ტრადიციულად, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა “კლონებმა” არ აღიარონ არჩევნები. თავის დროზე, 19 აპრილს მოეწერა ხელი შეთანხმებას, სადაც ეწერა საკითხი კვალიფიციური უმრავლესობისა და ოპოზიციური მოადგილისა. ეს იყო მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რეგულაცია, რომელზეც ჩვენ იქვე ვუთხარით, რომ ეს იყო ხარვეზიანი და არაფრისმომცემი რეგულაცია, მაგრამ, კიდევ ერთხელ, […]

,,მტირალა გაიშნიკი” ხარ” – ,,სააკაშვილის კლონი ხარ” – დაპირისპირება პარალმენტში

ხმაური პარლამენტში – კონფლიქტის ეპიცენტერში “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აღმოჩნდა. ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა, რომელმაც გუშინ “ოცნების” დეპუტატს “მტირალა გაიშნიკი ეძახა”. სესიის დროს, გოცირიძემ გუშინ ცაგარეიშვილს წარსული და ავტოსაგზაო ინსპექციაში მუშაობის პერიოდი შეახსენა, რომელიც იმ დროს ყველაზე კორუმპირებული სისტემა იყო. გია ცაგარეიშვილმა დღეს რომან გოცირიძეს ტრიბუნიდან “პატარა კაცი” ეძახა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. ბატონო […]

გასული წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.3% – საშუალოზე, ხოლო 37.2% – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 742.0 […]

თეთრი სახლი მაკრონის პასუხად: უკრაინას არასოდეს მოუთხოვია უცხოეთის ჯარები

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არასოდეს მოუთხოვია დასავლეთის ჯარები იქ შეჭრილი რუსეთის არმიის მოსაგერიებლად – განაცხადა თეთრმა სახლმა 5 მარტს, მას მერე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. პრეზიდენტ ზელენსკის “არასოდეს მოუთხოვია უცხოეთის ჯარები თავისი ქვეყნისთვის ბრძოლაში”, – უთხრა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ. მანამდე, 5 მარტს, […]

დაცვის კომპანია “ალგანმა” “სოლარ ავტოსგან” 12 ელექტრომობილი შეიძინა

სრული საგარანტიო მომსახურებით, თანამედროვე სერვისცენტრით და შოურუმით კომპანია სოლარ ავტო 2023 წლიდან მოყოლებული ქართულ ბაზარზე ჩინური გიგანტის, BYD-ის ელექტრომობილებითაა წარმოდგენილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც BYD-ის ელექტრომობილებს მსგავსი მასშტაბით წარმოადგენს და თითოეულ მათგანზე სამწლიან გარანტიასაც გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ სოლარ ავტო ქართულ საავტომობილო ბაზარზე ჯერ კიდევ ახალი მოთამაშეა, პირველი წარმატებული […]

ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაცია 6 მარტს მაინც შედგება

წიგნის “ცის ფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია დღეს, 6 მარტს მაინც შედგება და 19:30 საათზე პრეზენტაციას “არტარეა” უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს წიგნის გამომცემელი, „შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი”. წიგნის პრეზენტაცია თავდაპირველად „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში“ იყო დაგეგმილი, თუმცა მუზეუმმა ქვიარ თემატიკის წიგნის პრეზენტაციაზე უარი თქვა და ამის შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის წინა დღეს ორგანიზატორებმა […]

არ უნდა ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას – ომბუდსმენი “ოცნების” დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტზე

სახალხო დამცველი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს. ლევან იოსელიანის თქმით, დეტალურ შეფასებას კანონპროექტის გასაჯაროების შემდეგ გააკეთებს. თუმცა, წინასწარ ასახელებს იმ დათქმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინიციატივა. “წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა […]