რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატზე იერიში მიიტანა

6 მარტს, დილის საათებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით რამდენიმე იერიში მიიტანეს. კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან საროვოიტის მიხედვით, დაზიანდა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი. არსებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის შედეგად საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, საროვოიტის თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ვარიჩევის სახელობის კომბინატი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი რკინის მადნის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატია. ამასთან ერთად, რუსეთის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ვორონეჟში “ბალტიმორის” აეროდრომზე. […]

,, ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა – რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე. მინდა […]

ვინ ჩავიდა საქართველოდან პუტინის ინიციატივით გამართულ “მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე”

პირველიდან შვიდ მარტამდე რუსეთში, სოჭთან ახლოს მდებარე დასახლება სირიუსში “მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი” იმართება. ღონისძიებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით იმართება, საქართველოდან წასული დელეგაციაც იმყოფება. Ekho Kavkaza აქვეყნებს საქართველოს დელეგაციაში მყოფ ადამიანთა სახელებს, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებიან. საქართველოს დელეგაციას პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. გამოცემა ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაციაში ასევე […]

“საქართველოს განვითარების ფონდმა“ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

“საქართველოს განვითარების ფონდის” დელეგაცია საქმიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ქართულ საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით გაიმართა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან მონაწილეობა მიიღო სესიაში, სადაც საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად კონკრეტული საინვესტიციო სექტორები განიხილეს, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა […]

რუსეთის მეღვინეთა ასოციაცია ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას ითხოვს

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია (АВВР) საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმებას, NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე კი 200%-იანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. „ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და […]

ახალი რეკორდი ვოლტში

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერ კომპანია ვოლტში ახალი რეკორდი დაფიქსირდა. ვოლტი საქართველოს პარტნიორი კურიერი გიორგი ჩუბინიძე, ერთი თვის განმავლობაში, 1-31 იანვრამდე, რეკორდული რაოდენობის შეკვეთებს მოემსახურა და ასეთივე შემოსავალი მიიღო. რეკორდული მაჩვენებლები, რომელთა დაფიქსირების თარიღია 2024 წლის 1 თებერვალი, ასე გამოიყურება: შესრულებული შეკვეთების რაოდენობა – 2088; დაფარული მანძილი – 6338 კილომეტრი; მიღებული შემოსავალი – 12 254 ლარი. […]

კახეთმა ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლა

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა. კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები. გუდის ყველი, აჯიკა, ქართული ღვინო […]

შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ისლანდიის რესპუბლიკიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობას. მან ისლანდიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის. გუდნი იოჰანესონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარა სახელმწიფოებმა საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლონ საერთო მიზნების მისაღწევად. „მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიას […]

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ წესდების მხარეს არ წარმოვადგენთ და მას არ ვაღიარებთ. ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვენ შესაბამისად ვეპყრობით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება არ არის და იქ დახურული პროცესი მიმდინარეობს. ცნობისთვის, სისხლის […]