შალვა პაპუაშვილი – ვინც პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ საერთო აღარაფერი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ეს არის ტაქტიკა, რომ დააბნიონ საზოგადოება

[ოპოზიციური პარტიები არიან] „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, როგორც მოიხსენია ისინი თავად მიხეილ სააკაშვილმა. ვინ ვინ და, მიხეილ სააკაშვილი კარგად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ ანატომიას, ამიტომ მგონი, ამაში მას უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ის კარგად ხედავს, ვინ არიან კლონები. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩანს, ვინ არიან კლონები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე […]
ზურაბიშვილი არჩევნებზე: ესაა ერთგვარი რეფერენდუმი, მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა

მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა ამ არჩევნებში. ამჯერად, ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის თუ პარტიის არჩევანი, ეს არის არჩევანი ევროპის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი და მე მგონი, დიასპორაში ვინც ცხოვრობს, ვინც უყურებს საქართველოს და ვისაც გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია, მართლაც გახდება ევროპის ნაწილი და მათთვის გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაცაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. […]
ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას რუსეთმა ოდესა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ოდესაში 6 მარტს, ნაშუადღევს, მომხდარიდან რამდენიმე საათში გაიმართა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ოდესის პორტის დათვალიერების შემდეგ მანქანებში სხდებოდნენ, როდესაც აფეთქების ხმა გაიგეს. „ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ევროპელი […]
ვარშავაში პარლამენტის წინ პოლიციას ფერმერები დაუპირისპირდნენ

ვარშავაში პარლამენტის წინ პროტესტში მონაწილე ფერმერები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ აქციაზე წიწაკის სპრეი გამოიყენა, რადგან მათი მტკიცებით, ზოგიერთი აქტივისტი პოლონეთის უსაფრთხოების ძალების მიმართ ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ. 6 მარტს ათასობით ფერმერი ვარშავაში, პარლამენტის წინ შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები საბურავებს წვავდნენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. პროტესტის მონაწილე ფერმერები იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიიაფეს და გარემოსდაცვით რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლებიც, მათი აზრით, […]
აზერბაიჯანში ათზე მეტი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი დააკავეს

ოთხშაბათს აზერბაიჯანში დააკავეს ცხრა ჟურნალისტი, რომლებიც დაკავშირებული არიან დამოუკიდებელ საინტერნეტო ტელეარხ Toplum TV-თან, დააკავეს ასევე მინიმუმ სამი პოლიტიკური აქტივისტი. ეს მოხდა ჩხრეკის შემდეგ Toplum-ის რედაქციასა და დაკავებულთა ბინებში. ჩხრეკისა და დაკავებების შესახებ მათმა ახლობლებმა BBC-სა და რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს შეატყობინეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარზე უარს ამბობს. ბაქოში, Toplum TV-ის რედაქციაში, ჩხრეკა დილით დაიწყო. […]
შარლ მიშელი – ოდესაზე დარტყმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია – ეს კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია

ოდესაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს დარტყმა რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ოდესაზე დარტყმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ვიზიტის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს გასაკიცხია და კრემლის სტანდარტებითაც კი […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში – 2%

დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში, ერთ წელიწადში 2%, ანუ 1% დაკარგა ერთ წელიწადში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი2“-ს ეთერში განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ლელო“ ისეთი გონორით საუბრობს თითქოს საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და […]
0:4 – თბილისის “დინამო” თელავში განადგურდა… [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეორე ტურში „თელავმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ 4:0 სძლია. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. თუმცა, ამითაც არ დაკმაყოფილდა თელავური გუნდი, მაქაცარიას კარი შეცვლაზე შესულმა ხაბულიანმა დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თბილისის „დინამო“ 10 მარტს „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ 11 მარტს გორში „დილას“ დაუპირისპირდება. თელავი – დინამო (თბ) 4:0 […]
კახა კალაძე მილანის „ინტერთან“ თამაშზე – მატჩი სანახაობრივად საინტერესო იქნება, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა

კახა კალაძემ Legend Series-ის პირველი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სპორტული მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა თამაშს სანახაობრივს გახდის და ამასთან ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა […]
გიორგი რუხაძე – პრეზიდენტის ინტერვიუ უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო

პრეზიდენტის ინტერვიუ უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გიორგი რუხაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები აღარ იყო მკაცრი, რადგან ხელისუფლება აღარ არის ისე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად განწყობილი, როგორც ადრე იყო. „პრეზიდენტი იყო საკმაოდ […]