ადგილწარმოშობის დასახელება „უწერა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „უწერა“ „საქპატენტში“ 2014 წლის 12 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „უწერას“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. მთიან სოფელში, ცხენოსანმა ბავშვებმა ასეთი თქმა იციან – აქ ამოსული ყველა უცხოელი ტურისტი ცხენით მიგვყავს მდინარის სათავის სანახავად, აქ ამოსული ქართველები კი არასდროს ნახულობენ საიდან იწყება დიდი […]

დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტიდან 8 მარტის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო […]

ინფორმაცია ქართველი სტუდენტებისთვის

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდი სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:🔗 https://studyin.lt/scholar…/full-time-master-degree-studies/ აღნიშნულ ფონდს მიმართეთ ელფოსტზე: [email protected]. სასტიპენდიო კონკურსი ასევე გამოცხადებულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე და ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე. დამატებითი […]

“ნაპოლის” რწმენა და იმპულსის მიღების იმედი “ბარსელონამდე” – კვარაცხელია VS საზონოვი და სხვა ქართველების მატჩები…

“ნაპოლის”, ფრანჩესკო კალცონას ხელმძღვანელობით, დიდების დაბრუნების რწმენა და “ბარსელონასთან” შეხვედრამდე პოზიტიური იმპულსის მიღების იმედი აქვს. ნეაპოლელები პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, საბა საზონოვის “ტორინოს” უმასპინძლებენ. ეს შეხვედრა 28-ე ტურს გახსნის და სანამ მეოთხეადგილოსანი “ბოლონია” “ინტერს” უმასპინძლებს, კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს მოტას გუნდთან 5 ქულამდე მიახლოება შეუძლიათ. უნდა ვაღიაროთ, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის მოსვლის შემდეგ […]

18 წ. | პარმაში განვითარებისთვის

“უმცროსი ბორჯღალოსნების” გაფართოებულმა შემადგენლობამ, რომელიც იტალიაში გასამართი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება, ქუთაისში ორი ხანმოკლე შეკრება გაიარა, რის შემდეგაც მოთამაშეები კლუბებს დაუბრუნდნენ. მათ დღეს (6 მარტს) ჭაბუკთა “ა” ლიგის ნახევარფინალური მატჩები ელით, 7 მარტიდან კი პარმას ფესტივალისთვის მზადებას „შევარდენზე“ გააგრძელებენ. შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში, საქართველო 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, 7 აპრილს […]

პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად – „მეტროპოლსა“ და „ვიანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად – „მეტროპოლსა“ და „ვიანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა · დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“, კამპანიის ფარგლებში, ახალშობილებს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის · პროექტში ჰოსპიტლების ქსელი „ვიანი“ ორი სამედიცინო დაწესებულებით ჩაერთვება დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და ჰოსპიტლების ქსელ „ვიანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში „მეტროპოლი“ „ვიანის“ შემადგენლობაში შემავალ ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა […]

აჭარაში, სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტის უნებართვო მოწყობისთვის 2 პირი პასუხისგებაში მიეცა

აჭარაში, სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტის უნებართვო მოწყობისთვის 2 პირი პასუხისგებაში მიეცა აჭარაში, სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტის უნებართვო მოწყობისთვის 2 პირი პასუხისგებაში მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. […]

რა უფლებებით სარგებლობს დასაქმებული ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის დროს – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების შესახებ

რა უფლებებით სარგებლობს დასაქმებული ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის დროს – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების შესახებ რა უფლებებით სარგებლობს დასაქმებული ორსულობის, შემდეგ მშობიარობის და ბავშვის მოვლის დროს. ასევე, ბავშვის შვილად აყვანის პროცესში. სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. „გენდერული თანასწორობის თემა ძალიან […]

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

დღეიდან ,,გაზარდე შენი ბიზნესის“ კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციის ფარგლებში აღებული სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. აქცია ვრცელდება არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზეც. ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები, ინდუსტრიული და საოჯახო მეურნეობების საჭიროებებს და სეზონურ ციკლს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ შემოსავლებზე და […]