8 მარტის სამზადისი დაიწყო – რა ყვავილი ვაჩუქოთ 8 მარტს?

8 მარტის სამზადისი დაიწყო, თბილისის ქუჩები ყვავილების მაღაზიებით, ქუჩის გამყიდველებითა და პატარა დახლებით არის სავსე. ზუსტადაც რომ მათი სიმრავლე ურთულებს მომხმარებელს არჩევნის გაკეთებას. რა ყვავილი ვაჩუქოთ 8 მარტს? გაზაფხული საქართველოში წელიწადის პირველი სეზონური ყვავილების აყვავებას მოასწავებს – მიმოზები, ნარცისები და ტიტები მარტის თვის ყურადღების ცენტრში არიან. პირველი ორი ყვავილი, მიუხედავათ მათი სილამაზისა, მოჭრის შემთხვევაში ძალიან […]

სელფი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში. კორპორაციული მდგრადობა სელფის განუყოფელი ნაწილია […]

სათამაშო ბიზნესის ობიექტის უნებართვოდ მოწყობისთვის ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარაში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, სავალდებულო ნებართვის ქონის გარეშე, ინტერნეტით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული თამაშის მიმდინარეობის პროცესი. “დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, […]

სჯობს ამას აკეთებდეს კანონი – დავით ქართველიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე

„ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა მუშავდება არის ის საზღვარი, რომელმაც ამ ჭინკებს და მათ გამოვლინებებს ხელი უნდა შეუშალოს აქ შესაღწევად“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში საზოგადოება არის ორად გაყოფილი და ვერ ხერხდება რაიმე საკითხზე მისი კონსოლიდირება. „წარმოიდგინეთ, რა გახარებულები იქნებოდნენ ჩვენი ნარკოდილერები და კონტრაბანდისტები, თუკი ამ სახელმწიფოში მოსპობენ […]

თუ არსებობს საჭიროება, თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, მზად ვართ გადავხედოთ ხელშეკრულებას – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ არსებობს საჭიროება, თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი და გადავხედოთ ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელიც გარკვეულ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას ზღუდავს, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, კომპანია მზადაა ქუთაისის მსგავსად თელავის აეროპორტის შემთხვევაშიც მაქსიმალურად […]

ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს

ჯო ბაიდენი, ხვალ, აშშ-ის კონგრესს მიმართავს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. […]

პირები, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე აზარტული გათამაშების პროცესს გადასცემდნენ, პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 […]

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

დღეიდან ,,გაზარდე შენი ბიზნესის“ კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციის ფარგლებში აღებული სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. აქცია ვრცელდება არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზეც. ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები, ინდუსტრიული და საოჯახო მეურნეობების საჭიროებებს და სეზონურ ციკლს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ შემოსავლებზე და […]

შალვა პაპუაშვილი – ჟიული შარტავა დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო – ასეთი იყო სიცოცხლეშიც და ასეთად უკვდავყო თავისი სახელი მოწამებრივი სიკვდილით

ჟიული შარტავას სახელთან ასოცირდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიცაა სამშობლო, მოყვასის სიყვარული, თავგანწირვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წლები კიდევ უფრო მონუმენტურსა და დიადს ხდიან ჟიული შარტავას პიროვნებას, ხოლო მისი თავდადება სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას. ,,ჟიული შარტავას სახელთან ასოცირდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიცაა სამშობლო, […]

პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად – „მეტროპოლსა“ და „ვიანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და ჰოსპიტლების ქსელ „ვიანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში „მეტროპოლი“ „ვიანის“ შემადგენლობაში შემავალ ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალსა და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბადებულ ყველა ახალშობილს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის […]