პარლამენტმა თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 77 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება. საკანონმდებლო […]

Emirates-ი საკუთარ მგზავრებს ყოველდღიურად 215 000 კერძს აწვდის

ავიაკომპანია Emirates ყოველდღიურად ახორციელებს 490 რეისს და წუთში 149 კერძს არიგებს. სულ დღეში –საკუთარ მგზავრებს ყოველდღიურად 215 000 კერძს აწვდის. მათი მომზადების პროცესში ჩართულია 1400 შეფ-მზარეული – დუბაიში მდებარე Emirates In-Flight Catering Service-ის თანამშრომლები და პარტნიორი საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში. მთელი წლის განმავლობაში, Emirates, ფრენის დროს, მგზავრებს მრავალფეროვან, გემრიელ და ნოყიერ კერძებს სთავაზობდა 2200 განსხვავებული რეცეპტის […]

კლოპი ნაკრებით დაგვიბრუნდება? – ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის მერე გაირკვევა

Get German Football News-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს, ეს ყველაფერი კი ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ მოხდება. მოგეხსენებათ, “ლივერპულის” ამჟამინდელმა თავკაცმა თქვა, რომ ამ სეზონის შემდეგ ინგლისურ კლუბს დატოვებს და დროებითი, 1-წლიანი პაუზის აღებას გეგმავს. გერმანიის საფეხბურთო კავშირი მზადაა, კლოპს 2025 წლის მარტამდე დაელოდოს, იქამდე კი დროებით ნაკრებს სანდრო ვაგნერი გაუძღვეს. ინფორმაციისთვის, გერმანელებს […]

(ვიდეო) – “თან მანქანებს იპარავს, თან წამლავს მოსახლეობას” – ჩემი ქალაქი მკლავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს ვიდეოს და წერს: #არაგამონაბოლქვს თბილისის პარკინგის მანქანა თან მანქანებს იპარავს თან წამლავს მოსახლეობას თბილისის მერია ზრუნავს ხალხზე Kakha Kaladze კახა კალაძე http://

ФСБ-მ კარელიაში ბელარუსი აქტივისტი მოკლა და ამტკიცებს, რომ იგი ტერაქტს გეგმავდა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] ინფორმაციით, კარელიის რესპუბლიკაში ტერაქტი აღკვეთეს. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბელარუსის მოქალაქე ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა. რუსმა სამართალდამცველებმა ის დაკავებისას მოკლეს. ФСБ-ს განცხადებით, მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევისას ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ოფიცრებს. რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ამოღებულია ასაფეთქებელი საშუალებაც, იარაღი და საბრძოლო მასალაც. რუსეთის სადაზვერვო სამსახური ამტკიცებს, რომ ლიკვიდირებული პირი უკრაინის სპეცსამსახურებთან […]

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა – აგარა–გომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა

მთავარი არხის ინფორმაცვიით, აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგო ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული დაღუპულის ძმაა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსეთის უშიშროება აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ბელარუსის მოქალაქე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა. „დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, […]

შალვა პაპუაშვილი კენ ვოლაკის განცხადებაზე – მივესალმები იმის დადასტურებას, არამთავრებო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, სამოქალაქო საზოგადოება არაა – ფიცი გავიგეთ, საჭიროა საქმეზე გადასვლა

მივესალმები „აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებას და იმის დადასტურებას, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში სამოქალაქო საზოგადოება არ არის და არამთავრებო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, სამოქალაქო საზოგადოება არ არის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადებას, რომ NED-ი პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თუ […]

გამოიცა მარკესის ბოლო რომანი, რომლის განადგურებაც სურდა მწერალს

გაბრიელ გარსია მარკესის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, მწერლის დაბადების დღეს, შვილებმა გადაწყვიტეს გამოეცათ მისი უკანასკნელი რომანი „აგვისტომდე”. მარკესი რომანის წერისას დემენციას ებრძოდა და სიკვდილის წინ შვილებს დაუბარა გაენადგურებინათ ჩანაწერი. გაბრიელ გარსია მარკესის შვილმა გონსალო გარსიამ ბი-ბი-სისთან საუბრისას აღნიშნა, რომ მწერალი სიცოცხლის ბოლო წლებში არ ყოფილა იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავისი ნაშრომის ობიექტურად განსჯას შეძლებდა – იგი […]

2025 წლის 1-ლი იანვრიდან თანამდებობის პირების ხელფასები გაიზრდება

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. კანონპროექტით, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება. 2024 წლის საქართველოს ბიუჯეტით, საჯარო სამსახურში დასაქმებულის საბაზისო ხელფასი 1 330 ლარია. მინიჭებული […]