გზაზე შეფერხებების გამო, ყაზბეგში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ – სასტუმრო “ოიშე”

ყაზბეგში მომუშავე სასტუმროების წარმომადგენლების თქმით, მუნიციპალიტეტამდე მისასვლელ გზებზე გადაადგილება მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამო კურორტზე ჯავშნები მასობრივად უქმდება, პასუხისმგებელ უწყებებში კი პრობლემით არ ინტერესდებიან. როგორც სასტუმრო „ოიშეს“ დამფუძნებელმა ლიკა ტოგონიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ტრაილერების გამო ტურისტებს საცობში დგომა 2-5 საათის განმავლობაში უწევთ. ბიზნესი სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმის შემოღებას ითხოვს. „ერთ-ერთი […]
ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რომ თუ გვერდით დაუდგებიან, უკრაინა პუტინის შეჩერებას შეძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას და გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვის პირველივე წუთებში ილაპარაკა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ სურს კონგრესი გამოაფხიზლოს და ამერიკელი ხალხი გააფრთხილოს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. „თუ […]
ბაიდენის ერისადმი მიმართვა- მთავარი აქცენტები პრეზიდენტის გამოსვლიდან

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველწლიური ერისადმი მიმართვით ამერიკის საკნონმდებლო ორგანოში, კონგრესში გამოვიდა.პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე გაამახვილა ყურადღება. უკრაინა და იქ რუსეთის მიერ დაწყებული ომი პირველივე საკითხი იყო, რაზეც ჯო ბაიდენმა საუბარი დაიწყო. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება. მე გარწმუნებთ, რომ ასე არაა. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ […]
“დაგეგმილია თურქეთის ბაზარზე შესვლაც” – „ბაიას ღვინოს“ საექსპორტო გეგმები

„ბაიას ღვინო“ წელს საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ განაცხადა. ამასთან, მისი ინფორმაციით, სავენახე სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ და წლის ბოლოს, საწარმოს ახალ სიმძლავრეებზე გადასვლასაც გეგმავენ. „საწარმოში, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, წლის ბოლოს შევძლებთ, რომ ჩვენი მეღვინეობა ახალ სიმძლავრეებზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, წელს დაგეგმილია ბევრ საინტერესო ბაზარზე შესვლა, […]
მიხეილ შაყულაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მის პრესსამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მან პოსტის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს დაწერა. მიხეილ შაყულაშვილი გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
ჯო ბაიდენი – თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ არა – მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით

თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უპრეცედენტო მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანია, გავაღვიძო ეს კონგრესის და გავაფრთხილო ამერიკელი ხალხი, […]
ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზაში დახმარების შესატანად დროებითი პორტის შექმნა დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს დაავალა, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას, რომელიც ხელს შეუწყობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. ”ვაძლევ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზას სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს”, – განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ […]
ჯო ბაიდენი – ვლადიმერ პუტინს ქედს არ მოვუხრი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათოს და მიუღებელს უწოდებს. „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს : “რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე” – ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. მისი […]
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კონსერვატორების მხარდაჭერა მოიპოვა და თანამდებობას კიდევ 5 წლით შეინარჩუნებს

ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), ხუთშაბათს მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, როგორც მათ კანდიდატს ბლოკის ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების სამართავად. EPP-ის დელეგატებმა კენჭი უყარეს 400 მომხრე და 89-ის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებით, ფონ დერ ლაიენი თანამდებობას კიდევ ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ბუქარესტში პარტიულ კოკუსზე გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე თემაზე […]
ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. „ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის, მარცვლეულის დერეფნის შესახებ […]