აშშ და ბრიტანეთი მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

აშშ-ს საელჩომ რუსეთში საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ახლო მომავალში მოსკოვში შესაძლოა მოხდეს ტერაქტი. “საელჩო თვალს ადევნებს ცნობას, რომ ექსტრემისტები ახლო მომავალში მოსკოვში დიდ თავშეყრებზე, მათ შორის კონცერტზე თავდასხმას გეგმავენ, აშშ-ს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამას გარდა, საელჩომ აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ ხალხმრავლობას, […]
მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე დრონებით, რაკეტებით და არტილერიით მორიგი იერიში მიიტანეს. განსაკუთრებით დაზარალდა ხარკოვის ოლქი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასული ღამიდან ხარკოვის ოლქში საარტილერიო და საავიაციო შეტევა იყო 18-მდე დასახლებულ პუნქტზე. ქალაქ კუპიანსკში 2 ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ვოლჩანსკში – 1. დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და ელექტროგადამცემი ხაზები. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 8 მარტს სარაკეტო […]
მიხეილ დაუშვილი – „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი ასე თავისუფლად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში – გახარიას პრემიერობის დროს ის ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა

ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა – “ოცნებამ” ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ასე მარტივად, ასე თავისუფლებად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. […]
ბექა დავითულიანი ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე – არ შეიძლება ევროკავშირის მხრიდან პატივით მიღება კრიმინალების – ეს ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს

პირველ რიგში, კარგია რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ იმ გულისწყრომას, რომელიც გამოხატული იქნა საქართველოში, ადეიშვილის ევროკავშირის სტრუქტურებში ვოიაჟის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხმა მისწვდათ და კი შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში მსჯავრდებული, ადამიანების ქონების მიტაცებაში მსჯავრდებული და ადამიანის გატაცებაში და ცემაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, – ამის შესახებ საპარლამენტო […]
შენგელია მოედანს 15 ქულით დაუბრუნდა | “ვირტუსი” “ოლიმპიაკოსთან” ბრძოლაში დამარცხდა

თორნიკე შენგელია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან 10 დღის წინ ფეხი იტკინა და კოჭზე მკურნალობდა. ევროლიგის მორიგ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა “ვირტუსმა” საბერძნეთში “ოლიმპიაკოსთან” გამართა, ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა და თავისიანთაგან საუკეთესოც იყო. საინტერესოა, რომ ბოლონიელები პირველი ტაიმის მერე 9 ქულის სხვაობით (46:37) იგებდნენ, თუმცა მე-3 მეოთხედში 5:20 განადგურდნენ და დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ […]
“ითამაშებს თუ არა საზონოვი “ნაპოლისთან”? – ტურინული გამოცემის მოსაზრება

დღეს, 8 მარტს, სერია A-ს 28-ე ტურში, “ნაპოლი” “ტორინოს” უმასპინძლებს. წამყვანი იტალიური გამოცემები “პარტენოპეის” რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ. რაც შეეხება “ტორინოს” ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს, Toro.it-ი აღნიშნავს, რომ საზონოვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა, რადგან გუნდს ალესანდრო ბუონჯორნო დაუბრუნდა. გამოცემამ ყურადღება ქართველი მცველის “სალერნიტანასთან” და “რომასთან” დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა, თუმცა ეს ყველაფერი […]
საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს კვირეულით უერთდება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გახსნითი ღონისძიება თბილისში, 11 მარტს, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, […]
ბექა დავითულიანი – გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი, ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია

ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აპელირებას თემაზე, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. ბექა დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს. „შეუძლებელია ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი […]
აუდიტის სამსახური – სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსების მიზნით სამინისტრომ სკოლებს ჯამურად 6,694,993 ლარი გადაურიცხა, თუმცა “სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება, […]
საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში 74 ქალია – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 74 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი – 7, ქალი ავიამეთვალყურე – 7, ქალი ბორტგამყოლი – 57 და ქალი ავიადისპეტჩერი (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი) – 3. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 8 ქალია (24%). რაც […]