Georgian Airways-ის მგზავრთნაკადი 226%-იან ზრდას აჩვენებს – სად ასრულებს რეისებს ავიაკომპანია

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრთნაკადი 226%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც AviaNews-ს Georgian Airways-ში განუცხადეს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია 69 481 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგულარული რეისებით 21 302 მგზავრი გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარ-თებერვალში კომპანია 4 მიმართულებებზე ასრულებდა ფრენებს, 2024 წლის ორი თვის მონაცემებით კი ეს მიმართულებები საკმაოდ გაზრდილია და ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან […]

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისივე თქმით, წასვლის თაობაზე უშუალო ხელმძღვანელს შეუთანხმა და ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. “მივედი და ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა წასვლის და შესაბამისი პასუხიც მივიღე და ახლა დღეს თუ იმუშავებენ, მგონი, დასვენების დღეა, 8 მარტია, თუ იმუშავებენ, მივალ, თუ არა და ორშაბათს მივალ და დავწერ განცხადებას”, – […]

იცოდნენ, რომ არ დათანხმდებოდა, მაგრამ მაინც დაუკავშირდნენ – “ბარსელონამ” არტეტას დაყოლიება სცადა

“ბარსელონამ” მთავარი მწვრთნელის პოსტი მიკელ არტეტას შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს. რამდენიმე კვირის წინ, “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა, თითქოს “მეთოფეების” დატოვებას განიხილავდა, ძალიან გააბრაზა. მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანამ” მიკელის დაყოლიება მაინც სცადა, თუმცა მოლაპარაკებები წინ არ წასულა. შეგახსენებთ, სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი კლუბს დატოვებს.

ბაკურიანში ბავშვთა თასი 2024 გაიმართება – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი (რ)

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool Card-ი ბავშვთა თასი 2024-ის მხარდამჭერია. 10 მარტს ბაკურიანში გაიმართება ბავშვთა თასი 2024, რომლის ფარგლებშიც რეგიონის სპორტსკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. შეჯიბრის შედეგად U10, U12, U14 ასაკობრივ კატეგორიებში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. “ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია […]

„უთქვენოდ არ არსებობს ბედნიერება… დაე, არასდროს ჩაქრეს ბედნიერების სხივი ქალის მზერაში!“ – გია მურღულია ქალებს 8 მარტს ულოცავს

ფილოლოგი, ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია ქალებს ქალთა დღეს ულოცავს. ამის შესახებ მურღულია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქალების გარეშე ბედნიერება არ არსებობს. „8 მარტი სიყვარულის გამოხატვის დღეა – ბებიის, დედის, დის, მეუღლის, შვილის, შვილიშვილის, მეგობრის – ზოგადად, ქალის მიმართ. რაც თქვენთვის ყვავილები მოუძღვნიათ! რაც თქვენთვის ლექსები უწერიათ! რაც […]

ზელენსკი თურქეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს თურქეთს ეწვევა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიდერები მიმდინარე ომს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. რუსეთმა ივლისში დატოვა შეთანხმება, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა თავის პორტებში მარცვლეული უსაფრთხოდ გადაეტანა. ანკარა ცდილობს, რომ მოსკოვი შეთანხმებაში დააბრუნოს, თუმცა რუსეთი […]

აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. “საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა – არ იმოგზაუროთ“, – აღნიშნულია საელჩოს […]

“ბევრი ემოცია” – რა ფოტოს აქვეყნებს სალომე ღვინიაშვილი – Marao

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო […]

ვეჰბი ემრეს მემორიალზე გიორგი თოხაძემ და ოთარ აბულაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი თოხაძემ (55 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) ანტალიაში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვეჰბი ემრეს მემორიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები თურქულ ტურნირზე არასრული შემადგენლობით გამოდის. დღეს ასპარეზობაში დიეგო ჩხიკვაძე, ჯონი ხეცურიანი (ორივე 67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) ჩაებმებიან.

შვედეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ოთხი ისლამისტი დააკავეს

შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ოთხი ისლამისტი დააკავა. ინფორმაცია ისლამისტების დაკავების შესახებ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ გაავრცელეს. “ჩვენ ვხედავთ კავშირებს სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე მათ საერთაშორისო კავშირებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან” – თქვა შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურს დაკავებულ ისლამისტებთან და მათ ბრალდებებთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ. პოლიციის განცხადების […]