გიორგი გახარია – სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი – ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს რაღაცაში ეხმალავება

სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი.სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია. ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარიამ დასმული კითხვის, თუ რა აზრი აქვს ყოფილი და მოქმედი […]
სომხეთში EU-ში გაწევრიანების იდეაც განიხილება – საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ მირზოიანმა თურქულ მედია RTR-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის – განუხილავთ თუ არა სამომავლოდ ევროკავშირში ან NATO-ში წევრობის იდეა სომხეთში – საპასუხოდ ისაუბრა. “განსაკუთრებით, უკანასკნელ 3-4 წელიწადში ყველა იმ გამოწვევის ფონზე, რაც ქვეყანას ჰქონდა, ბევრი ახალი შესაძლებლობა ფართოდ განიხილება სომხეთში და არ […]
დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას საფრანგეთი და პოლონეთი არ გამორიცხავენ

საფრანგეთი იმ ქვეყნების ალიანსს ქმნის, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესვლასთან მიმართებით და ამავე დროს, აღრმავებს შეუთანხმებლობას გერმანიასთან, რომელიც მეტად ფრთხილობს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთის გამოცემები ავრცელებენ. “დღეს არ არსებობს კონსენსუსი [უკრაინაში] სახმელეთო ჯარების გაგზავნის თაობაზე… [მაგრამ] გამორიცხული არაფერია”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა უკრაინის მოკავშირეთა შეკრებისას. საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარის შემდეგ, გერმანია, ესპანეთი, იტალია, […]
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი. „ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. “ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმო საქართველოში თუთუნზე აქციზის შემცირების ინიციატივას ეწინააღმდეგება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორი თუთუნზე აქციზის განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირების იდეას შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც კახა ღვინიანიძე BMG-სთან აცხადებს, რომ ის საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. “ის ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, რომლის წევრია საქართველო; ეწინააღმდეგება ასოცირების დირექტივის 283-ე მუხლს”, – განაცხადა კახა ღვინიანიძემ. […]
მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა – “ვალენსია” ევროზონას მიუახლოვდა

ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში თამაში ლამაზი სანახავი არ იყო და მასპინძლები დურომ დააწინაურა. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მატას ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, მარტინსაც არ გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლი გაუშვა და კარი მშრალად […]
საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი განიხილავს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, მისი ქვეყანა განიხილავს განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – რაც კიდევ ერთი ნიშანია ერევნის მცდელობისა დისტანცირდეს ტრადიციული მოკავშირე რუსეთისგან. “სომხეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბევრი ახალი შესაძლებლობის განხილვა, და საიდუმლოს არ გავთქვამ, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს იდეა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებას”, – უთხრა მირზოიანმა თურქეთის საერთაშორისო ტელეარხს, TRT-ს, ანტალიაში მიმდინარე […]
სეჟურნე: უკრაინა საბრძოლო მასალას გვთხოვს ახლა, ჯარს არა, მომავალში არაფერს გამოვრიცხავთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ლიტვაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. “რუსეთმა არ უნდა გვიკარნახოს, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას შემდეგ თვეებსა თუ წელიწადებში. რუსეთმა არ უნდა გაუწიოს ორგანიზება, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენს ქმედებებს, ან როგორ ვავლებთ წითელ ხაზებს. ამიტომ, ჩვენს შორის უნდა გადავწყვიტოთ”. – თქვა სეჟურნემ. სეჟურნემ […]
პირს ბროსნანის აზრით, კილიან მერფი ჯეიმს ბონდის როლს შესანიშნავად შეასრულებს

ჯეიმს ბონდის როლის ყოფილი შემსრულებლის, პირს ბროსნანის აზრით, მსახიობი კილიან მერფი შესანიშნავი იქნებოდა აგენტის როლზე. “კილიანი შესანიშნავად შეასრულებს ჯეიმს ბონდის როლს”. – უთხრა ბროსნანმა BBC-ის. 6 მარტს, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი მერფი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია ბონდის როლზე. კილიან მერფის თქმით, მას მსგავსი ინფორმაცია საკუთარ თავზე არ გაუგია. ლაპარაკისას მსახიობი […]
სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის „თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს“. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამია […]