ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას მოსახლეობის დასახმარებლად ომით გაჩანაგებულ ღაზაში

ღაზაში მზარდი კრიზისის ფონზე, გლობალური თანამეგობრობა ცდილობს გააძლიეროს დახმარების ძალისხმევა, კვიპროსიდან გასვლისთვის ემზადება ევროპული გემი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩაუტანოს მოსახლეობას ომით გაჩანაგებულ სექტორში. ევროპულმა კომისიამ 9 მარტს გამოაცხადა, რომ კვიპროსიდან ღაზაში საზღვაო დერეფანი შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ამოქმედდეს – რაც იქნება ნაწილი საპილოტო პროგრამისა, რომელსაც ამუშავებს აშშ-ში განთავსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, “მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო” და […]
აშშ – ნატო – შვედეთი

ხუთშაბათს შვედეთი ნატოს სამხედრო ალიანსს ოფიციალურად შეუერთდა. ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით არის ნაკარნახევი. განცხადება გავრცელდა იმ დროს, როდესაც ალიანსი ძალის და ერთობის საჩვენებლად პოლარული წრის მიღმა ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდა
ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო

ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ მასპინძლობს. “უოტფორდის” მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძემ პირველი ტაიმის ბოლოს მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება. შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს “მილუოლთან” შეხვედრა გამოტოვა.
ეტლით მოფარიკავე ქალებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ირმა ხეცურიანი, ნინა თაბილაშვილი და გვანცა ზადილშვილი ნახევარ-ფინალში დამარცხდნენ პოლონეთის ნაკრებთან – ანგარიშით 43:45, ამ გზით, ისინი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა შეძლეს მოეპოვებინათ ბრინჯაოს მედალი. იქამდე, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში მოიპოვეს ვერცხლის მედლები.
თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნიკა გვარამია და გედევან ფოფხაძე კვლავ ერთად არიან

ნიკა გვარამია და გედევან ფოფხაძე კვლავ ერთად არიან ნიკა გვარამია და გედევან ფოფხაძე კვლავ ერთად არიან. უფრო კონკრეტულად – გედი ფოფხაძე, გვარამიას პოლიტიკური გუნდის წევრი გახდა. თუმცა, იყო დრო და მომენტი, ნიკა გვარამია მის მეგობარს ასე მოიხსენიებდა.
გერმანელი, პოლონელი და ჩეხი ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის პოლიტიკას, უკრაინულ იმპორტს

გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში 9 მარტს ფერმერებმა მათი ქვეყნების გადაკვეთაზე ჩაატარეს დემონსტრაცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და უკრაინიდან იაფი იმპორტის წინააღმდეგ. ერთობლივ აქციაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე ფერმერმა, 150 ტრაქტორით, აქცია გაიმართა პოლონეთის სოფელ ბოგატინიაში, საერთო სასაზღვრო პუნქტზე – იუწყება ინიციატივა Land Creates Connection-ი. ფერმერები გამოვიდნენ მოწოდებით გადაისინჯოს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა. ამასთან, ისინი ითხოვდნენ […]
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ – ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს. ტაბულა დამატებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა – “ვალენსია” ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში თამაში ლამაზი სანახავი არ იყო და მასპინძლები დურომ დააწინაურა. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მატას ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, ბოლოს მარტინსაც არ გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლი გაუშვა და კარი […]
ნათია თუთბერიძე- ქართულ-უკრაინული ფესვებით და სამშობლოს დაცვის სურვილით დაწყებული სამხედრო კარიერა

ნათია თუთბერიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ამერიკის სამხედრო საზღვაო აკადემიაში სწავლობს. ნათია ხარკივში დაიბადა, 2008 წელს საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა. ამბობს, რომ ამ ორ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის ფონზე გაზრდილს, სულ უნდოდა სამხედრო კარიერა ჰქონოდა და სამშობლოს დაცვა შეძლებოდა.