იორდანიამ აშშ-სთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან თანამშრომლობით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩამოყარა

იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩამოყრის გზით მიაწოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იორდანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დახმარების ჰაერიდან ჩამოყრა შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. „იორდანია აგრძელებს მცდელობებს და ძალისხმევას გაუგზავნოს მეტი დახმარება ღაზას სექტორში მცხოვრებლებს იმ მწვავე დეფიციტის შესავსებად, რასაც ისრაელის ომი საკვებისა და მედიკამენტების კუთხით იწვევს“, – […]

რელიგიის სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად იქნება დარეგულირებული“. განცხადების ავტორები წერენ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა […]

პაპი უკრაინის ომზე: ყველაზე ძლიერია ის, ვისაც თეთრი დროშისთვის გამბედაობა ექნება

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომში ძლიერი იქნება ის, ვისაც თეთრი დროშის აწევის გამბედაობა ეყოფა. პაპს ჟურნალისტმა უკრაინის მხრიდან თეთრი დროშის აწევის შესაძლებლობის შესახებ დაუსვა კითხვა, რასაც კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლმა ასე უპასუხა: “ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც ამ სიტუაციაში იფიქრებს საკუთარ ხალხზე და თეთრი დროშის […]

ხაშურში კინოთეატრი გაიხსნა

ხაშურში კინოთეატრი „ივერია სინემა“ ამოქმედდა. კინოთეატრი ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა გახსნა. როგორც მან bm.ge-თან განაცხადა, “ივერია სინემამ” ფუნქციონირება 4 მარტს დაიწყო. მისივე ინფორმაციით, კინოთეატრი Cavea Cinemas-სთან თანამშრომლობს და ფილმებს მათგან ყიდულობს. „კინოთეატრი ორშაბათს გაიხსნა და ყველა სეანსი ბავშვებითაა სავსე. ჩვენ, Cavea cinemas-სთან ვთანამშრომლობთ და ფილმებს მათგან ვყიდულობთ. რაც შეეხება ფასებს, თბილისთან შედარებით, სეანსებს ნახევარ ფასად ვყიდით,“ […]

2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებამ 83 790 ლარი შეადგინა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის თანამდებობრივი სარგოს და სამივლინებო ხარჯების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობამ ჯამში 3 469 669 ლარი შეადგინა, საიდანაც თავმჯდომარის ლევან მეხუზლას შრომის ანაზღაურება 83 790 ლარი იყო. ამავე ინფორმაციით, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შრომის ანაზღაურების სახით წლის განმავლობაში 75 141 ლარი მიიღო. დანარჩენი ორი მოადგილის ანაზღაურებამ კი 73 471 […]

“კაფუნე”: გვინდა, „ქეითერინგის“ მიმართულებით გააქტიურება

რუსთავში მდებარე სოციალური საწარმო და კაფე-რესტორანი “კაფუნე”, რომელიც ბაზარზე ოთხი წელია ოპერირებს, „ქეითერინგის“ მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ „კაფუნეს“ დირექტორმა, ლუკა კობერიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. “წელს „ქეითერინგის“ მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ, რაც ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის ღონისძიებებზე საკვებით მომსახურებას გულისხმობს. ამ დროისთვის 150-მდე ადამიანის საკვებით უზრუნველყოფა შეგვიძლია“, – აღნიშნა “კაფუნეს” დირექტორმა. მისივე თქმით, კომპანიის მიზანს, ზაფხულამდე […]

უკრაინას უნდა ჰქონდეს მოლაპარაკების დაწყების გამბედაობა- რომის პაპი

“უკრაინას უნდა ჰქონდეს გამბედაობა აღმართოს თეთრი დროშა და დაიწყოს მოლაპარაკება აგრესორ ქვეყანასთან”,_ აღნიშნული განცხადება რომის პაპმა ფრანცისკემ გააკეთა. “ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე და აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და მოლაპარაკებებს აწარმოებს. სიტყვა „მოლაპარაკება“ გაბედული სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, საქმე ცუდად მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის“,_ აღნიშნა რომის პაპმა […]

“საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ, რა დროსაც მანქანა ამოტრიალდა და აფეთქედა” – ახალი დეტალები უკრაინაში ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლის დაღუპვაზე

უკრაინაში დაღუპულ ნოდარ ნასიროვს უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოსვენებენ. ორივე მათგანი ქართულ ლეგიონში ირიცხებოდნენ და რუსული აგრესიის წინააღმეგ იბრძოდნენ. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქართველ მეომრებს საბრძოლო მასალა დანიშნულების ადგილზე გადაჰქონდათ. ამ დროს მანქანა ამოტრიალდა და აფეთქდა. მოხდა უბედური შემთხვევა, ამოტრიალდა მანქანა, იმიტომ, რომ ფრონტის ხაზზე გადაადგილება ხდება ძალიან დიდი […]

”ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც…”

“სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად… ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც…”- ამ სიტყვების ავტორი ქართველი მწერალი და დისიდენტი ლევან გოთუა გახლავთ, რომელიც 1905 წლის 10 მარტს დაიბადა. ლევან გოთუა თბილისის დამცველთა რიგებში […]

ბაკურიანში ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

ბაკურიანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. გუდაურის და მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში ტარდება. ადგილობრივებსა და ბაკურიანის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია. „გიზ-გიზის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და […]