წალენჯიხაში, ჯვარში, უცნობმა პირებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს

წალენჯიხაში, ჯვარში, უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ლევან ფიფიას ბანერის ჩამოხევა სცადეს და წითელი საღებავი შეასხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ვინ ან რა მიზეზით სცადა ბანერის ჩამოხევა, ჯერჯერობით უცნობია. ფიფია უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეებიდან წინა ხაზზე იბრძვის.
უბედური შემთხვევა თემქაზე – ახალგაზრდა მუშა მე-10 სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა 9 მარტს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თემქაზე მოხდა. მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. Next: ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში იქ არარსებულ შავ კატას – დავით ქართველიშვილი
ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში იქ არარსებულ შავ კატას – დავით ქართველიშვილი
„დარიალის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე გაჩერებულ უკრაინის მოქალაქეების ბედზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ რუსეთიდან სხვადასხვა მძიმე მუხლებით მსჯავრდადებული დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან მათი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტებს საკონსულოდან. საკონსულო კი, ქართველიშვილის თქმით, უკვე მერამდენე თვეა ვერ (თუ არ?) ახერხებს ინფორმაციის მოძიებას. „საკუთარი „საელჩოს” მძევალ ამ უკრაინელებს არანაირი პრეტენზია […]
2025 წელს საქართველომ ტურიზმიდან $6.6 მლრდ უნდა მიიღოს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ტურიზმიდან $6.6 მლრდ უნდა მიიღოს. ამავე სტრატეგიის მიხედვით, დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წილი უნდა შეადგენდეს 7.9%-ს. ასევე დაგეგმილია, ყოველი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის გაზრდა არსებული $600-მდე; ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა 5 ღამემდე და დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი […]
ლაშა ფარულავა – საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა

ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო მმართველობისა და კორუფციული ინტერესების ანარეკლია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე ძვირია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია. „ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო მმართველობისა […]
„ახალგაზრდების უმრავლესობა თუ მივა არჩევნებზე, „ოცნება“ უმრავალესობით ვერ მოვა“ – ლაზარე გრიგორიადისი

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა თუ მივა საარჩევნოდ ხმის მისაცემად ქართული ოცნების უმრავლესობით მოსვლა შეუძლებელი იქნება. ვფიქრობ, რომ ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ ხალხის აზრს – თავიანთი პირადი ინტერესებისა თუ მისწრაფებების გამო. რუსებს მათ ჩვენ იმიტომ ვეძახით, რომ ისინი დგამენ არადემოკრატიულ ნაბიჯებს – ისეთს, როგორიც პუტინის რუსეთს ახასიათებს. ბოლოს რაც მახსენდება დინამიკების, სცენისა და კარვების […]
იორდანიამ აშშ-სთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან ერთად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩაყარა

იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩამოყრის გზით მიაწოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იორდანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დახმარების ჰაერიდან ჩამოყრა შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. „იორდანია აგრძელებს მცდელობებს და ძალისხმევას გაუგზავნოს მეტი დახმარება ღაზას სექტორში მცხოვრებლებს იმ მწვავე დეფიციტის შესავსებად, რასაც ისრაელის ომი საკვებისა და მედიკამენტების კუთხით იწვევს“, – […]
ანუკი არეშიძის ჩაცმის სადა სტილმა საზოგადოება კვლავ აღაფრთოვანა – ფოტო

· 111 ანუკი არეშიძემ ქალებს ქალთა დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. მილოცვის პარალელურად ანუკიმ ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა. „გილოცავთ ქალთა დღეს ჩემო ანგელოზებო,“ – წერს დიზაინერი. აღსანიშნავია, რომ ყურადღება კვლავ მიიპყრო ანუკის განსაკუთრებულმა ჩაცმის სტილმა. შავ პალტოს ანუკიმ დიდი, ოქროსფერი საყურე შეუხამა და თავისი სისადვით გულშემატკივარი კვლავ აღაფრთოვანა. ამავე „ლუქში“ დიზაინერმა შავი სათვალე და ტყავის ხელთათმანები […]
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო – დაღუპულთა რიცხვი ღაზას სექტორში 30 960-ს აღწევს

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 30 960-ს აღწევს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 72 524-მდე გაიზარდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 82 პალესტინელი დაიღუპა და 122 დაშავდა.
მედია – ისრაელის საჰაერო თავდასხმებს სამხრეთ ლიბანში სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (NNA) იუწყება. NNA-ის ცნობით, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი ჰაერი-მიწის კლასის რაკეტა ესროლეს ხარბეთ სელიმის ალ-აინის რაიონში მდებარე სახლს, რის შედეგადაც დაიღუპა მამაკაცი, მისი ორსული ცოლი, მათი ორი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი. […]