ერთმანეთზე ლამაზი გოლები – “ჩელსიმ” “ნიუკასლი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

პრემიერლიგის 28-ე ტურის ბოლო მატჩში “ჩელსიმ” “ნიუკასლს” უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ნიკოლას ჯექსონმა გახსნა, 43-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით ისაკმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში “არისტოკრატები” გააქტიურდნენ და კოულ პალმერმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე კი მიხაილო მუდრიკმა ოსტატურად იმოქმედა და “ჩელსის” მხრიდან ბოლო გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე მერფიმ ანგარიში […]
ნიჟნი-ნოვგოროდში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დღეს დილით დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილით ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს, ახლა ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას იყენებენ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ […]
დრონების იერიშების შედეგად, ნიჟნი ნოვგოროდისა და ორიოლის ოლქებში ნავთობსაცავები დაიწვა

უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ორიოლისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, ორიოლში ხანძარი 12 მარტის გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაჩნდა. ცეცხლის გაჩენამდე ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს. შემდეგში ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ ეს დრონის თავდასხმის შედეგი იყო. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ ხანძარი […]
2025 წელს, აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობას, 8 მილიონი დოლარით ამცირებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა, საქართველოსთვის გათვალისწინებული საგარეო დახმარება, 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონი დოლარით ნაკლებია 2024 წლის დახმარებასთან შედარებით. დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დაეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ბიუჯეტის […]
ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი Fredo Handmade ამერიკულ ბაზარზე შედის

„Fredo Handmade “ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ამჟამად 3 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2000-მდე განსხვავებული დიზაინის ჩანთას ამზადებს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „ Fredo Handmade “ აწარმოებს ხისა და ტყავის კომბინაციით შექმნილ ხელნაკეთ ჩანთებს, რომელსაც ონლაინ ყიდის. „ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან გაჩნდა. საწყისი კაპიტალი სულ რაღაც 100 ლარი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, განვვითარდით […]
რუსეთში, სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც ქალაქ კსტოვოში მდებარეობს. ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. დღეს, 12 მარტს დილით, ადგილობრივი ტელეგრამ-არხები აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ, რაც მოგვიანებით დაადასტურა რეგიონის ხელისუფლებამ. ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის თანახმად, კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე“ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის გადამამუშავებელ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს, 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, მლაშე, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 10:40-დან 18:30 თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და თიანეთის გზატკეცილზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში […]
ОДКБ-ის გენერალური მდივანი – ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ მიგვიღია

ერევანი ბოლო დროს არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს მუშაობაში, მაგრამ ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, – ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იმანგალი ტასმაგამბეტოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. „ერევანს ბოლო დროს ნამდვილად არ მიუღია მონაწილეობა ОДКБ -ის სამდივნოს მუშაობაში. ეს არის სომხეთის გადაწყვეტილება ამ […]
მოსკოვის მერი დრონის „მოგერიებას“ იუწყება, ორიოლში ნავთობის რეზერვუარი იწვის

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. მათ შორის მოსკოვის, ირიოლის და ბელგოროდის ოლქებზე. ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა „მოიგერიეს“ დედაქალაქისკენ მიმავალი დრონის შეტევა. სობიანინის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოცვივდა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეს ტერიტორიაზე, სადაც, წინასწარი მონაცემებით, არაფერი დანგრეულა და […]
აშშ-ის დაზვერვა – ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით. „ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას“, – აცხადებენ სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში „წლიური საფრთხეების შეფასება“. ანგარიში, ძირითადად, ყურადღებას […]