იემენის მთავრობის ინფორმაციით, აშშ-დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ავრცელებს. იემენის მთავრობის ცნობით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ობიექტებს დასავლეთ იემენის საპორტო ქალაქებსა და სხვა პატარა ქალაქებში დაარტყეს. „ჰუსიტების“ სატელევიზიო არხი Al Masirah აცხადებს, რომ სულ მცირე 17 საჰაერო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის […]

მომხმარებლებისგან 700-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ, უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება – ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჯამში 700-ზე მეტი განაცხადია შესული, რომელთა უმეტესობაც ონლაინ ვაჭრობას ეხება. მისივე თქმით, საკითხების დიდი ნაწილი მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის შეთანხმებით მთავრდება. “მეთხუთმეტე თვეა, რაც სააგენტო კანონმდებლობის აღსრულებას ახორციელებს. 700-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მიღებული, უმრავლესობა ეხება ონლაინ ვაჭრობას. საქმეების უმრავლესობა, მომხმარებლებსა […]

მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ქართული ბრენდი „ლამონდი“ წელს ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს

მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდი „ლამონდი“ წელს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ბრენდის დამფუძნებელმა, გიორგი ბიწაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბაზარზე დაახლოებით 3 წელია ოპერირებენ და რეალიზაციას ონლაინ ახდენენ. კომპანიის მთავარი აქცენტი, მამაკაცის ხაზია, რომელიც მომხმარებელს მყარ სუნამოს, წვერის მოვლის საშუალებებს, დამატენიანებელს, ლოსიონსა და ჰიგიენურ საშუალებებს სთავაზობს. „წელს კონკრეტულად დეზოდორანტი, წვერის საპარსი კრემი, დამატენიანებელი […]

ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი ადეიშვილ/კეზერაშვილსა და საქართველოს შორის

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა. ქართველიშვილი წერს, რომ მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ პირველივე მსგავსი მოთხოვნების საფუძველზე აშშ-ს, იტალიას, თურქეთს გადასცა არაერთი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ მგძნობიარე […]

სამინისტრო – მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, თელავის აეროპორტი შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას – მისი განვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში შესაძლო ადგილმონაცვლეობასთან კავშირში არ არის

თელავის აეროპორტი შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას და სამომავლოდ, ადგილობრივი რეისების პარალელურად, საერთაშორისო რეისებიც მიიღოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. ამასთან, კითხვაზე, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ასეთ შემთხვევაში, ვაზიანის აეროპორტის აშენებაზე რა გადაწყვეტილება მიიღება და საბოლოოდ, რა ბედი ელის თბილისის აეროპორტს, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ თელავის აეროპორტის განვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის […]

შალვა პაპუაშვილი – არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპის მიერ

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რითიც კიდევ ერთხელ ეხმაურება ზურაბ ადეიშვილის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას ევროპის […]

შალვა პაპუაშვილი – როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?!

როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?! – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში […]

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაიანის პრეზიდენტი და კარიბის გაერთიანების ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირფაან ალი ავრცელებს. ჰაიტის კრიზისის შესახებ იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში გამართული კარიბის გაერთიანების სამიტის შემდეგ ირფაან ალიმ განაცხადა, რომ ჰაიტის პრემიერ-მინისტრი, არიელ ჰენრი თანამდებობას გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს შექმნისა და დროებითი პრემიერ-მინისტრის დასახელების შემდეგ დატოვებს. ჰენრის გადადგომა მისმა მრჩეველმა, ჟან ჯუნიორ ჯოზეფმა CNN-ს […]

ისრაელმა, „ჰეზბოლას“ თავდასხმების შემდეგ, ლიბანის ტერიტორიაზე მათ ობიექტებს დაარტყა

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტს დაარტყა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების პასუხი იყო. „ეს ადგილები ეკუთვნის „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალებს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თავდასხმები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. ბაალბეკ-ჰერმელის გუბერნატორის, ბაჩირ ხოდრის […]

ძვირადღირებული კურორტი გონიოში და Rotana-ს ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – რას წარმოადგენს რუსული „პონტუსი“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში მოხვდა

ძვირადღირებული კურორტი გონიოში და Rotana-ს ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – რას წარმოადგენს რუსული „პონტუსი“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში მოხვდა 2023 წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები სიის ათეულში, პირველად მოხვდა სს „პონტუსი“, რომელიც გონიოში ხუთვარსკვლავიანი კურორტის განვითარებას ახორციელებს. პროექტი რუსულ ინვესტიციას წარმოადგენს და მისი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას წარმოადგენს საქართველოში უმსხვილესი რუსული ინვესტორი […]