კორსიკის პარლამენტმა საფრანგეთის კონსტიტუციაში კორსიკის ავტონომიაზე ჩანაწერს მხარი დაუჭირა

კორსიკის მთავრობამ და პარლამენტმა საფრანგეთის კონსტიტუციაში კორსიკისთვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებაზე ჩანაწერს მხარი დაუჭირეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კორსიკის პარლამენტში ამ ჩანაწერმა მხარდაჭერა დიდი უპირატესობით მიიღო. კონსტიტუციაში ჩანაწერი საფრანგეთის ფარგლებში კორსიკის ავტონომიის სტატუსს დაამტკიცებს. ამ ცვლილების ინიციატორი რამდენიმე თვის წინ თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო. ჩანაწერში ვკითხულობთ: “ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი გულისხმობს კორსიკის ავტონომიის სტატუსის […]
უკრაინა 2000-კილომეტრიან თავდაცვით ხაზს ააშენებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა 2000 კილომეტრის სიგრძის თავდაცვითი ხაზის მშენებლობას იწყებს. “2000 კილომეტრის სიგრძის 3 თავდაცვითი ხაზის მშენებლობა მასშტაბური ამოცანაა, მიუხედავად ამისა მშენებლობის ტემპი კარგია. ველოდები მის დროულად დასრულებას”. – წერს ზელენსკი ოფიციალურ Telegram არხში.
კარასინი: დაინტერესებული ვართ ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით

11 მარტს რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში რუსეთის ფედერაციული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, რომელიც საქართველოსთან არაფორმალურ საუბრებში მოსკოვის მხარეს წარმოადგენს, თქვა, რომ დაინტერესებული არიან “ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით”. მისივე თქმით, ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატში ზურაბ აბაშიძის გიორგი ქაჯაიით ჩანაცვლების შემდეგაც, ეს პროცესი “მოთხოვნილი იქნება”. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც იქნება მოთხოვნილი. რუსეთი დაინტერესებულია […]
ნეაპოლში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ემიგრანტი 37 წლის ნათია ქადარია, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო. “ხომ იცით, გაჭირვება ყველაფერს ავიწყებს ადამიანებს და წავიდა. სახლი იყიდეს და სახლს მოვაწყობო და აი ვერც მოასწრო, გოგო ახლა ამთავრებდა სკოლას და მისთვის შევაგროვებო და წამოვალო აპრილის ბოლოს მოდიოდა და ვერც დასცალდა. წელიწადიც არ იქნება რაც წავიდა იტალიაში. გარდაცვალების […]
ვრცელდება ცნობები, რომ მოხალისეთა ჯგუფებმა რუსეთის საზღვარი გაარღვიეს

უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ბლოგერები ავრცელებენ ცნობებს, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთთან საზღვარი გაარღვიეს რუსი მოხალისეების შეიარაღებულმა ჯგუფებმა. ამ წყაროების თანახმად, ბრძოლებია რუსეთის კურსკის ოლქის დაბა ტეტკინოსა და ბელგოროდის ოლქის დაბა გორკოვსკისთან, სადაც საზღვარი ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“. მათი წევრები უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლი […]
ქუთაისის აეროპორტი მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადავიდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადაინაცვლა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის ზრდის მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის რიგით მე-4 ადგილზეა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისში მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 171,8%-ითაა გაზრდილი. “აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, […]
შსს-ს ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი ვერტმფრენი გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, Airbus Helicopters-ის თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი გადაეცა. უწყების ცნობით, ევროპული ტიპის „H 145“ ფრანგული კომპანიის უახლესი მოდელია, რომელიც სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით: „მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად […]
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორთან ერთად მსჯელობენ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი […]
კორეული მედია – რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ კორეის მოქალაქე მისიონერი იყო

რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ კორეის მოქალაქე მისიონერი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეული სატელევიზიო კომპანია JTBC-ის ცნობით, ბაეკ ვონ-სონი ვლადივოსტოკში ჩინეთიდან გადავიდა და იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელი მუშებისთვის მისიონერულ საქმიანობას ასრულებდა. ასევე, საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი აცხადებს, რომ ბაეკ ვონ-სონი ჩრდილოეთ კორეელებს გაქცევაში ეხმარებოდა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში […]
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ბათუმში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ბათუმში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანნა ლიბერგმა გახსნეს. ინფორმაციის თანახმად, გარემოს ეროვნული […]