მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა – ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულებისას მინისტრმა აღნიშნა, პრემიერისგან მიიღო ინსტრუქცია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს სამედიცინო საზოგადოების და დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობით. ამასთან, განმარტა, რომ მაქსიმალური გახსნილობა მთავარი მახასიათებელი იქნება. პრემიერის, ირაკლი კობაძის თქმით, მინისტრის შერჩევის მთავარი […]
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის ფონდი 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უფროსკლასელთათვის აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს. ინფორმაციის თანახმად, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი. „კონკურსში მონაწილე გუნდები […]
ირაკლი ქარსელაძე – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა რთულ გეოლოგიურ პირობებში მიმდინარეობს, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. მისივე თქმით, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის. აღნიშნულის შესახებ ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. […]
ყვარლის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყვარელში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობას ახორციელებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მისი მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, ქ. ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. „პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, […]
თეონა აქუბარდია – „ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

„ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლება „კლანს” იცავს და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. „ამ მოცემულობაში საოცარია, როდესაც უზენაესი სასამართლო აკეთებს ამ განცხადებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ მთელი ეს ბრძოლა „კლანის“ […]
ხატია დეკანოიძე – ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – უნდა მივდიოდით იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – უნდა მივდიოდით იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1. შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების […]
ჰიტის ALL BY MYSELF ავტორი, მომღერალი ერიკ კარმენი გარდაიცვალა

74 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და პიანისტი, ჯგუფ Raspberries წევრი ერიკ კარმენი გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ცოლი ავრცელებს, სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. კარმენმა მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში ბენდ Raspberries-ისთან ერთად დაიწყო. ის ჯგუფის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი იყო. ფაუერ პოპის ჟანრში მოღვაწე ბენდი 1975 წელს დაიშალა. Raspberries-ის დაშლის შემდეგ კარმენმა სოლო კარიერა გააგრძელა. მისი […]
“განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს სამედიცინო საზოგადოებისადმი” – ჯანდაცვის ახალი მინისტრი

კითხვაზე, რამდენად ეთანხმება ჯანდაცვის ახლად არჩეული მინისტრი ზურაბ აზარაშვილის მოსაზრებას, რომ ჯანდაცვის ბიზნესსექტორი სიხარბითა და თაღლითობის გამოირჩევა, მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ის სამედიცინო საზოგადოებას პატივს სცემს და, თუ არსებობს მსგავსი შეფასების საფუძველი, ის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში უნდა შეფასდეს. “არ ღირს ხმამაღალი მეტაფორების გამოყენება ამ მხრივ, განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს სამედიცინო საზოგადოებისადმი. ბუნებრივია, რომ ეს პათოსი, […]
The Guardian-ის მიხედვით, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები შემაშფოთებელ დეტალებზე საუბრობენ
The Guardian-ის მიხედვით, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები შემაშფოთებელ დეტალებზე საუბრობენ „ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) თანამშრომლების შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები თავიანთ საქმიანობაზე მსჯელობენ და შემაშფოთებელ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. სტატია ამ თემას The Guardian-მა მიუძღვნა“, […]
პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებებისადმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება”, პაპუაშვილმა ევროკავშირი და გერმანია გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინისგან განსხვავებით, მათ […]