თეონა აქუბარდია – 2015 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ცირკულარში დაბრუნებულიყო? – ეს საკითხი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის გამოყენებული

მაინტერესებს, 2015 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ცირკულარში დაბრუნებულიყო? – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვას გამოეხმაურა. აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება თავს ესხმის ევროკავშირს და ცდილობს, გერმანია და ევროკავშირი მტრად წარმოაჩინოს. „რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, […]
2025 წელს აშშ საქართველოსთვის დახმარების $8 მილიონით შემცირებას გეგმავს

აშშ-ს სახელმწიფო, უცხოური ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების დეპარტამენტმა ქვეყნის კონგრესს მოთხოვნილ ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების დამასაბუთებელი დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტში, რომელიც 2025 წლის ფისკალურ წელს ეხება, წერია, რომ 2025 წელს საქართველოს დახმარებისთვის $80 მილიონია მოთხოვნილი, მაგრამ წინა წელთან შედარებით დახმარება $8 მილიონით არის შემცირებული. 2023-2024 წლებში საქართველოსთვის აშშ-ს მიერ გამოყოფილი წლიური დახმარება $88 მილიონს შეადგენდა. დოკუმენტის მიხედვით, […]
The Financial Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისაა“ – ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ 20-გვერდიან სტატიას აქვეყნებს. ვრცელი სტატია მწერალმა ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური. „ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დათოვლილია, […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს. თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2025 ფისკალური წლისთვის საქართველოს საგარეო დახმარებისთვის 80 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი აშშ დოლარით არის განსაზღვრული. „საქართველო (80 მილიონი აშშ დოლარი): მოთხოვნა საქართველოსთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების […]
დიმიტრი ხუნდაძე – The Guardian-ის მიხედვით, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები შემაშფოთებელ დეტალებზე საუბრობენ

ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) თანამშრომლების შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები თავიანთ საქმიანობაზე მსჯელობენ და შემაშფოთებელ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. სტატია ამ თემას The Guardian-მა მიუძღვნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. „მასში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ვიდეოში ერთ-ერთი ექიმი აღიარებს, რომ […]
ჯაბა სამუშია ზამთრის უნივერსიადა 2024-ის გამარჯვებულებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ს გოგონათა ფრენბურთის გუნდის წევრებსა და მწვრთნელს შეხვდა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს გოგონებმა ბაკურიანში გამართულ ზამთრის უნივერსიადა 2024-ის ტურნირში მონაწილე 5 უნივერსიტეტის გუნდები დაამარცხეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. რექტორმა თსუ-ს ფრენბურთელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა […]
ფოთის პორტი – „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ გაფართოების პროექტი მზად არის განახორციელოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დაიწყოს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ სურვილი და მზაობა არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის […]
რას გულისხმობს ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამა? – ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. როგორც სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, მედიასთან აღნიშნავს, ახალი პროგრამა ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, გარდა სააგენტოს კალენდრით გათვალისწინებული საერთაშორისო გამოფენებისა, მათ ინდივიდუალურ დონეზე შეარჩიონ სასურველი ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი ამ გამოფენაზე სტენდის ღირებულების 80-90%-ს გრანტის სახით აანაზღაურებს. “ჩვენ მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ ექსპორტიორი კომპანიებისთვის ყველანაირი პროგრამა […]
რა შედეგები გვაქვს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის შემდეგ? – მიხეილ ხიდურელის პასუხი

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვანი არხია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის, თუმცა სააგენტო ფორუმის მიღმა მუშაობს პროექტების განვითარებისთვის. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ დღეს განაცხადა. “ბიზნესფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ცნობადობის გაზრდისთვის და პირველადი კონტაქტებისთვის, თუმცა ჩვენ მის მიღმა ვმუშაობთ უფრო მეტს, გვაქვს სამუშაო შეხვედრები და ვიზიტები, ე.წ. G2B შეხვედრები, […]