კობახიძე აშშ-ს დაფინანსების შემცირებაზე: არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს

ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს აშშ-ს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი. ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე. აშშ-ს სახელმწიფო, უცხოური ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების დეპარტამენტის კონგრესისთვის წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ 2025 წელს საქართველოს დახმარებისთვის $80 მილიონია მოთხოვნილი, მაგრამ წინა […]

FT – ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასაცეს

ევროკავშირი, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 2-3 მილიარდი ევროს კიევში გადარიცხვას ივლისში აპირებს, – ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების კონფისკაცია მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კონფისკაცია მოხდება. პირველი ტრანში კიევში ივლისში […]

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას „ახალთან“ კოორდინაციასა და კონსულტაციებს გეგმავს

„გირჩი- მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს, კოორდინაციასა და კონსულტაციებს აპირებს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. „ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავისი […]

კობახიძე: NGO-ებმა აშშ-ს იმედები გაუცრუეს, შეიძლება, ესაა დაფინანსების შემცირების მიზეზი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საგარეო დახმარების შემცირება შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდებოდეს. “ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს აშშ-ს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი”, – განაცხადა კობახიძემ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის […]

ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი დაიძრა

ლარნაკის პორტიდან ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი გავიდა. როგორც CNN წერს, დაახლოებით 200 ტონა საკვებ პროდუქტებს ღაზის სექტორში არაკომერციული ორგანიზაცია World Central Kitchen აგზავნის. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმეკვირიანი მზადების შემდეგ ღაზის სექტორში დახმარება არაბთა გაერთიანებული საამიროების, კვიპროსისა და ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გაგზავნეს. იმისათვის, რომ ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს, CNN-ის თქმით, საზღვაო […]

დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის ქალიშვილი 1000 ევროდ გაყიდა – ნახეთ, სად მოხდა შემთხვევა?

ამბავი შემზარავი და შოკის მომგვრელია. სამხრეთ აფრიკაში კელი სმიტს ბრალი ედება თავისი 6 წლის ქალიშვილის, ჯოშლინის გაყიდვაში, რომლის შესახებაც 19 თებერვლის შემდეგ არაფერია ცნობილი. პროკურატურის ინფორმაციით, ქალმა თავისი ქალიშვილი „წმინდა კაცს“ მიჰყიდა 20 000 რანდში, დაახლოებით 1000 ევროს ეკვივალენტი. კელი სმიტი ამჟამად დაკავებულია მის პარტნიორ ჟაკინ აპოლისთან და ორ სხვა მამაკაცთან, ფუმზა სიგაკასთან და სევენო […]

როინ შავაძის მკვლელობის საქმის ეპიზოდზე, ვერდიქტი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

როინ შავაძის მკვლელობის საქმის ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულთა შორის აჭარის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია, ვერდიქტი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. ნაფიც მსაჯულებმა დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლეს, დარჩენილია დასკვნითი სიტყვები. სწორედ ამის შემდეგ 12 ნაფიცი მსაჯული სათათბიროდ გავა და რეზონანსულ საქმის ვერდიქტზე იმსჯელებს.

“წელს “ჰოლივუდის” მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ არის” – ხიდურელი

საქართველოსა და, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში “ჰოლივუდის” მსხვილი სტუდიები ფილმების გადაღებისგან თავს იკავებენ, – ამის შესახებ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც “გადაიღე საქართველოში” პროგრამას შეეხებოდა. “საზოგადოებას ალბათ უფრო მსხვილი “ჰოლივუდური” ფილმები აინტერესებთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს ზოგადი რეალობა ჩვენს კონტინენტზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ, “ჰოლივუდის” მსხვილი სტუდიები თავს იკავებენ […]

ჰაიტიში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ჰაიტიში არეულობის ფონზე, რასაც პრემიერმინისტრზე, არიელ ჰენრიზე გადადგომასთან დაკავშირებით საერთაშორისო ზეწოლა მოჰყვა, ქვეყნის ლიდერმა 12 მარტს, დილით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი მთავრობა გარდამავალი საპარლამენტო საბჭოს შექმნის შემდეგ დაიშლება. “მთავრობა, რომელსაც ვმართავ, ამ სიტუაციის მიმართ უგრძნობი ვერ დარჩება. არ არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის მსხვერპლი, რომელიც ზედმეტად დიდი იქნება. მთავრობა, რომელსაც ვმართავ, საბჭოს დანიშვნისთანავე დაიშლება”. – […]

ყვარელში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია 51 მლნ ჯდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყვარელში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მისი მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, ახალი […]