კახა კალაძე – არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს – კრიმინალების ვიზიტები აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს

არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს დამნაშავეებს გადმოსცემს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გეგმავს საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მიმართოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თაობაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა. „არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის […]

Turkish Airlines-ის ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი რეისებს საქართველოს მიმართულებითაც შეასრულებს

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი რეისებს საქართველოს მიმართულებითაც შეასრულებს. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, AJet-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. AJet-ი საქართველოს ბაზარზე AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს. (AnadoluJet-ის ყველა ფრენას Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავები და ეკიპაჟები ახორციელებენ). Turkish Airlines-ის ზრდის ახალი სტრატეგია […]

„ოსკარით“ ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“ დაჯილდოება ცერემონიის მოკლე ვერსიაში ვერ მოხვდა

ამერიკის კინოაკადემიის პრიზით, „ოსკარით“, დაჯილდოების ცერემონიის შემოკლებული, 90-წუთიანი საერთაშორისო ტელევერსიიდან დოკუმენტური ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“, დაჯილდოების ამოჭრას უკრაინაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ოსკარებით“ დაჯილდოების 96-ე ცერემონია 10 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარა მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“. ფილმი რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმული უკრაინული ქალაქის განადგურებას ასახავს. ცერემონიის ჩვენების ლიცენზიის მფლობელ კომპანია […]

“ბარსელონა” დიაშით დაინტერესდა, “ლივერპული” 120 მილიონ ევროს ითხოვს

“ბარსელონა” “ლივერპულის” შემტევის, ლუის დიაშის დამატებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური გამოცემა El Heraldo ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე უკვე ისაუბრეს და “მერსისაიდელებმა” კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვეს. გამოცემის ინფორმაციით, თუ ლაპორტა ამ თანხის გადახდას დათანხმდება, “ლივერპული” ფეხბურთელის გასხვისებას უყოყმანოდ დათანხმდება. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში დიაშმა “წითლების” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი […]

არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს

არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ქართული მხარე არ აპირებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნიკოლეიშვილის განცხადებით, დავით […]

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის მანქანა “გააზაპრავკა”

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის მანქანა “გააზაპრავკა” ნაციონალური მოძრაობის ფორმალურმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის კუთვნილი ავტომანქანა ბენზინგასამართსადგურზე მიიყვანა, საწვავი ჩაასხა და შემდეგ, ხალხზე მზრუნველის იმიჯმორგებულმა ამჯერად საწვავის გაძვირებული ფასი გააპროტესტა. Previous: არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს

ხატია დეკანოიძე – ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – უნდა მივდიოთ იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – უნდა მივდიოთ იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1. შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების […]

კახეთში სიმულაციური სწავლება გაიმართება – სამაშველო სწავლების შესახებ, მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება. უწყების ცნობით, სიმულაციური სწავლების ფარგლებში, ყვარელში ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, ეროვნული გვარდია, […]

ფოთის პორტი – „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მზად არის განახორციელოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დაიწყოს გაფართოების პროექტი

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ სურვილი და მზაობა არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის […]

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირთან ბრუნვა 15%-ით გაიზარდა, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირთან ბრუნვა 15%-ით გაიზარდა, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიანი ბრუნვის 21% დაიკავა. ამასთან, ექსპორტი 18%-ით შემცირდა და 704 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი 24%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ 795 მილიონო დოლარი შეადგინა. აღნიშნული ციფრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის […]