ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება

სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია. „ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური […]
არჩილ თალაკვაძე მელია-გვარამიას „ახალზე“ – ეს არის ძველი, ძალიან ცუდი ძველი – მელიას და გვარამიას „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებიდან მიაქვთ აგურები და პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ

სინამდვილეში არაფერი ახალი. ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას. თალაკვაძის თქმით, მსგავსი პარტიები იმიტომ ყალიბდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია დაშლის საბოლოო ფაზაშია და “ნიკა მელიას და ნიკა […]
კახა კალაძე – როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იმისთვის იბრძოლებს, რომ 1 ან 2 პროცენტი მიიღოს – რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ 1 ან 2 პროცენტი მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ ორმა ადამიანმა საზოგადოებას თავი „წითელი ხაზების“ გადაკვეთითა და ოდიოზურობით დაამახსოვრა. „ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსებს, ვინც რადიკალიზმით […]
კახა კალაძე ხაბეიშვილზე – ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს – ასე განაგრძოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. ამის შესახებ მან საწვავის ფასებზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, […]
Reuters – ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი კვიპროსიდან ღაზის სექტორისკენ გაემართა

ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი კვიპროსიდან ღაზის სექტორისკენ გაემართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის მიერ ორგანიზებულ მისიას ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროები აფინანსებს, ხოლო გემი ესპანურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Proactiva Open Arms-მა უზრუნველყო. ლარნაკის პორტიდან გასულ 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ გემს საკვები, წყალი და მედიკამენტები გადააქვს. საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა […]
უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული შეიარაღებული ჯგუფები რუსეთში შეიჭრნენ – მედია

12 მარტს, უკრაინაში შექმნილი სულ მცირე ორი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც დაკომპლექტებულია კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი რუსიებისაგან, შეიჭრა რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში. პრორუსული ტელეგრამის არხის, “WarGonzo-ს” ინფორმაციით, “შეიარაღებული ჯგუფები პიკაპებით”, ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო ცეცხლით ცდილობდნენ საზღვრის გარღვევას ბელგოროდში. არხის ცნობით, ბელგოროდის ოლქისკენ დაახლოებით 50 მებრძოლი მიემართებოდა. “WarGonzo” წერს, რომ ბრძოლის შედეგად, შეიარაღებული ჯგუფებმა დაიხიეს თავდაპირველი პოზიციებისკენ, […]
ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

11 მარტს ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა. “Firefighter” – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელსაც ნუცა ბუზალაძე შეასრულებს და რომელიც სპეციალურად მისთვის დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ დაწერეს. „მიხარია, რომ საქართველო წელს წარდგება ძალიან ცეცხლოვანი ნომრით. ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“, – განაცხადა ნუცამ პრემიერის შემდეგ. კლიპის რეჟისორია […]
კახა კალაძე – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, როცა საქმე ეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას – არ და ვერ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება დამაზიანებელი იყოს

ქართველ ხალხს ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ მეგობრობას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება […]
ლევან ბეჟაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს – თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უნდა, მთავარი წინაღობა ამ საკითხში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს – თუ მას მართლა სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს, რადგან მისი პოლიტიკური პატიმრობა ამის მთავარი წინაღობაა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ “საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში ღონისძიება გამართეს, […]
არჩილ თალაკვაძე – არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან

მინდა გითხრათ, რომ არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, “რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნებისა და არც ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება.” “უკრაინაში ყველას გვყავს […]