ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს პრობლემაში გასარკვევად 10 დღეს სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს დროის მიცემას სთხოვს. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაზე მისულ პაციენტებს პრობლემაში გასარკვევად 10 დღე სთხოვა. ონკოპაციენტები ამბობენ, რომ დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ონკოპაციენტების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა.
“მიხეილ სააკაშვილი მოიხდის კანონიერ სასჯელს” – წულუკიანი

კულტურის მინისტრმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა: მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე […]
“ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია… მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ…” – თამარ გუდავა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს უკვე ყოფილი მაღალჩინოსნი, თამარ გუდავა, რომლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ… მინდა დედას თანავუგრძნო და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი… აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო […]
„პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი Porsche Panamera გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე წარადგინა

გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე, ექსტრემალურ პირობებში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი, მესამე თაობის, Porsche Panamera მორიგი Road Tour-ის ფარგლებში წარადგინა. თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობთ, „პორშეს“ მოდელების წარდგენა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი Porsche Panamera-ს წარდგენა განსხვავებულ ლოკაციაზე მოგვეწყო. სპეციალურად ღონისძიებისთვის დავამზადეთ ავტომობილის გადასაადგილებელი კონსტრუქცია, […]
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას უპასუხეს

უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას პოსტში გამოთქმულ მოსაზრებას, რომელშიც იყო სამი პუნქტი, რის საფუძველზეც, მისი ხედვით, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის კითხვაზე პასუხის ფორმატში გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას […]
ხაზარაძე: ერთ საწარმოს უთხრეს, რომ თუ იქ ლელო პრეზენტაციას გამართავდა, პრობლემა შეექმნებოდათ

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ საწარმოს, სადაც ლელოს პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი, დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ იქ მამუკა ხაზარაძე და მისი პარტია სტუმრად მივიდოდა “ქარხანას პრობლემები შეექმნებოდა”. ხაზარაძის თქმით, ამ მეთოდით ებრძვის ქართული ოცნება ოპოზიციონერებს, ქართულ ბიზნესს და ახშობს განსხვავებულ აზრს. “ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნდა გვქონოდა პრეზენტაცია ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ძალიან გულთბილად […]
ხელისუფლების მხარდაჭერილი ბანდები ახლა ძალაუფლებისთვის იბრძვიან – რა ხდება ჰაიტიში

12 მარტს, ადგილობრივი და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ჰაიტის პრემიერმინისტრმა, არიელ ჰენრიმ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მისი მთავრობა გარდამავალი საპარლამენტო საბჭოს შექმნის შემდეგ დაიშლება. ჰენრი ჰაიტიში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ქვეყანაში ბანდების მიერ მოწყობილი არეულობის შემდეგ ყველა დიდი აეროპორტი დაიხურა. მის თვითმფრინავს ჰაიტის მეზობელ დომინიკის რესპუბლიკაშიც აუკრძალეს დაშვება. ოფიციალურმა პირებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ჰაიტის […]
ბელგოროდში ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს

ქალაქ ბელგოროდის ადმინისტრაციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს. ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ქალი. შენობას დაუზიანდა ფანჯრები და ფასადი. გასული საათების განმავლობაში რუსეთში დრონების იერიშის შედეგად ნიჟნი-ნოვგოროდისა და ორიოლის ოლქებში ნავთობსაცავებში ხანძარი გაჩნდა. ამას გარდა, გამთენიისას კურსკის ოლქის მიმართულებით უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა ბატალიონებმა იერიში წამოიწყეს და საზღვრის გარღვევა სცადეს. პროუკრაინული […]
სომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანის შესახებ შეატყობინა

რუსეთმა, სომხეთისგან, ერევნის აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანის შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებს. 27 თებერვალს რუსი მესაზღვრეების აეროპორტიდან გაყვანის ინიციატივით სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი გამოვიდა: “ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა ისინი(რუსი მესაზღვრეები) იქიდან წავიდნენ (ზვარტნოცის აეროპორტი). არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საზღვრებს იცავენ”. 6 მარტს, იგივე აზრი გამოთქვა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა […]
ალასანია სააკაშვილზე: 5-იანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო – არაფერი შეცვლილა

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა და ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. “ძალიან კარგად დავინახე, გავიგე ადამიანებს, სად შეაქვთ მაისური, მიხეილ სააკაშვილის წარწერით და დადიან და ატყუებენ ხალხს, ეუბნებიან რომ ისინი არიან სააკაშვილის გვერდით. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის 5-იანი”. – ამბობს ალასანია. ჟურნალისტის კითხვაზე, იყენებს თუ […]