„სართველოს ბანკისა“ და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

კრეატიული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. აპლიკაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2019 წელს დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ […]
დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა

მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-2 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილმა გახსნეს. შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით […]
პოლონეთის გენშტაბის ხელმძღვანელი – ნატო მზადაა, პოლონეთში 300 000 ჯარისკაცი გაგზავნოს

ნატო-ს ახლა 300 000 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც მზადყოფნაში არიან, რომ ომის დაწყების შემთხვევაში პოლონეთში გადაინაცვლონ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა კაროლ დიმანოვსკიმ განაცხადა. „ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში დიდი ხანია იმყოფებიან – მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია. გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები ასევე გვიჭერენ მხარს სხვა სფეროებში: ჰაერში, ზღვაში, კოსმოსსა და […]
ლევან ხაბეიშვილი – კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს – ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია

თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც მის „პერფორმანსთან“ დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილის განცხადებით, დაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში სამშენებლო კონკურსი გამოცხადდება. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში მოხდება შერჩევა იმ მშენებელი კომპანიის, რომელიც საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებს. “ორივე მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ჩვენ პროცესები დაგვეჩქარებინა, გვყავს აყვანილი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია (საკონსულტაციო), რომელიც ტექნოლოგიურ ნაწილში ჩვენ გვიწევს დახმარებას. შესაბამისად, საკონკურსო (სატენდერო) […]
მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვიცით, როგორც აღმოვფხვრათ 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში – ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც დათესა ბიძინამ და მისმა „ქართულმა ოცნებამ“

ჩვენ ვიცით, როგორც აღმოვფხვრათ 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში, რომელიც ეკუთვნის ამ ქვეყანას და ჩვენ თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტვინები, ჩვენი შვილები, ჩვენი მუშახელი დასაქმებულნი იყვნენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე საქართველოში. ამიტომ ჩვენ ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც დათესა ბიძინამ და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ქვეყანას დავიბრუნებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ლიდერმა […]
საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება. იტალიელ ადმირალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს მათივე ცნობით, მან იტალიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც […]
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არ ვართ

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არ ვართ, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა. „ჩვენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არ ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ. ადგილზე შექმნილი სიტუაცია ძალიან რთულია“, – განაცხადა მაჯედ ალ-ანსარიმ. ალ-ანსარიმ აღნიშნა, რომ კატარი ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მუშაობს და არა ზავისთვის, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. […]
დააკავეს 32 წლის კაცი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გაუპატიურებაში ადანაშაულებს – ბრალდებულის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. დაკავებულის მეუღლის თქმით, ბავშვი დედამისის თანხმობით რჩებოდა მათთან. ქალი ამბობს, რომ “მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებულია”. “ეს ბავშვი დამიკავშირდა, დახმარება მთხოვა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედამისი საჭმელს არ აჭმევდა, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე. გულჩათხრობილი ბავშვი […]
გვითხრა, რომ 10 დღეში გამოიკვლევს და დაგვიკავშირდება – ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეხვდნენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდება “25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხი მოაგვაროს”. ონკოპაციენტები და ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის წევრები ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 12 მარტს შეხვდნენ. “ყველაფერი ჩამოვუთვალეთ, იქნებოდა ეს ლიმიტი, დიაგნოსტირება, წამლების დეფიციტის საკითხი, მათ მოინიშნეს ეს პრობლემები და მინისტრი დაგვპირდა, რომ 10 დღეში გააკეთებს მოკვლევას […]