ბოლო ერთ თვეში საბაჟოებიდან 25 874 ლარის არადეკლარირებული ოქრო იქნა ამოღებული

მიმდინარე წლის, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „სადახლო საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 219,39 გრამი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, […]
ადიდასმა 1992 წლის შემდეგ, პირველად, წლიური ზარალი განიცადა

ადიდასმა 1992 წლის შემდეგ პირველად განაცხადა წლიური ზარალის შესახებ. როგორც სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გერმანული მწარმოებლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს წმინდა ზარალმა 14 მილიონი ევრო შეადგინა, ზარალმა განგრძობითი ოპერაციებიდან – 58 მილიონი ევრო. ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი ამერიკელი რეპერის Ye (ყოფილი Kanye West) ანტისემიტური განცხადებები გახდა. რამაც კომპანიასა და მუსიკოსის მოდის ბრენდს Yeezy-ს შორის […]
„რესურსების მდგრადი მართვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“ – სოლომონ პავლიაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას და გაეროს განვითარების პროგრამას პროექტის მხარდაჭერისთვის. „მოგეხსენებათ, რესურსების მდგრადი მართვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი […]
სულგუნი“ – უძველესი, ტრადიციული ყველის სახეობა, რომლის წარმოება სამეგრელოსა და სვანეთიდან გავრცელდა

სულგუნის ტიპის, წელვადი გადაზელილი ყველი ევროპაში ცნობილია ჩედერიზებული ყველის სახელით. სულგუნი შეიძლება იყოს ჭყინტი, მშრალი, დავარგებული და შებოლილი. ის მზადდება ძროხის, კამეჩის, ან თხის რძისგან, ან მათი ნარევისგან. ის ცალსახად რძის პროდუქტია, თუმცა არომატიზების მიზნით შეიძლება დაემატოს სხვადასხვა ინგრედიენტები და შეზავდეს პიტნით, ტარხუნით, ქონდრით, სხვა მწვანილებითა და სანელებლებით, ასევე, მზადდება აჯიკის საკმაზით, თაფლით, ღვინოში დავარგებით, […]
22 მარტს Golden Tulip Design Tbilisi-ის ექსკლუზიურ ღონისძიებაზე ცნობილი ესპანელი არტისტი Danny Wade დაუკრავს

სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi ექსკლუზიურ ღონისძიებას აანონსებს. 22 მარტს, ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ესპანელი არტისტი Danny Wade დაუკრავს. Danny Wade მსოფლიო მასშტაბით პოპულარული არტისტია. იგი ცნობილი ესპანური კლუბის Pacha Ibiza-ს რეზიდენტი დიჯეია. Danny Wade მონაწილეობს ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალებზე, როგორიცაა: Tomorrowland, Parookaville, Pacha Festival, MedusaFestival, Storyland Music Festival და სხვ. ამჯერად, კი ქართველი მაყურებლის […]
ომბუდსმენის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას გავრცელებული ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის […]
გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის პარტიას მინდა ვკითხო: თავში ტვინი არა გაქვთ? რას უმოწმებთ ტაქსის მძღოლებს ან რა ლიცენზია აგიტყდათ? – ყელში ხომ არ უნდა წავუჭიროთ ბოლომდე?

კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან ლარნახევარი? სად მიდის ეს ფული? – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე საწვავზე გაძვირებულ ფასს ბაზარზე მონოპოლიის პრობლემას უკავშირებს. „დღეს საქართველოში აბსოლუტურად ყველას საწვავის ძალიან მაღალი ფასი აწუხებს. კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სად მიდის თითოეული ლიტრი […]
ანრი ოხანაშვილი – დიდი ხანია კამპანია მიმდინარეობს, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული – სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილია

დიდი ხანია კამპანია მიმდინარეობს, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული. ეს დეზინფორმაციული კამპანიაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების საზიანოა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება და მათი მხრიდან არაერთი არაობიექტური განცხადება მოვისმინეთ. „მიხეილ […]
საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა 14 მარტს გაიმართება

საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1753) საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა 14 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც […]
გიორგი ვაშაძე – საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, „ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით]“. „საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. […]