პროუკრაინული რუსული ჯგუფები ბელგოროდისა და კურსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ქვედანაყოფები: რუსული მოხალისეთა კორპუსი, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და ციმბირის ბატალიონი ქალაქ ბელგოროდისა და კურსკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ დაიწყონ ევაკუაცია. ჯგუფები საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის დაბომბვა ბელგოროდის ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს. ქვედანაყოფები ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებენ, რომ დაიწყონ ევაკუაციის პროცესი. განცხადებაში წერია: “ჩვენ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს: ბელგოროდის მცხოვრებლებს, ბელგოროდის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს […]
გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში საფრთხეების გამოვლენას იწყებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიაზე მყინვარულ არეალებში საფრთხეების გამოვლენასა და შეფასებას იწყებს. ამ მიზნით სააგენტო გეგმავს შვეიცარიულ კომპანია GEOTEST-თან თანამშრომლობას. სამუშაოების დაწყება დაუყოვნებლივ იგეგმება, რადგან შოვში მეწყრული პროცესების გამოწვევის მიზეზების გამოკვლევამ აჩვენა, რომ კავკასიონის ფერდობებზე აუცილებელია რისკების შესწავლა. “საფრთხეების განვითარების შესაძლებლობა გაზაფხულის სეზონიდან აქტიურდება. გამომდინარე აქედან, საჭიროა კვლევების დაუყონებლივ განხორციელება, რათა იდენტიფიცირებულ იქნას მაღალი დონის […]
“კრიმინალური ავტორიტეტი” ზაქარია (შაქრო) კალაშოვი საპატიმროს ტოვებს

რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის სასამართლომ დააკმაყოფილა საპატიმროდან ზაქარია (შაქრო) კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა. გამოცემა „ჟიზნის“ თანახმად, შუამდგომლობა 70 წლის “კრიმინალური ავტორიტეტის” ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“, მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ 2018 წელს ცნო და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას პატიმრობის ვადა […]
ფინეთის პრემიერი – რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ევროპისთვის მუდმივ და არსებით სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ რუსეთი დაუმარცხებელი არ არის და ევროკავშირის სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა. „თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ ვუპასუხებთ, მაშინ მომავალი წლები მოსალოდნელი თავდასხმის საშიშროებით სავსე […]
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ფინეთი, რასაკვირველია, არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი

ფინეთი, რასაკვირველია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და მოხარული ვართ, რომ საქართველომ აირჩია ღირებულებებზე დაფუძნებული მომავალი, ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა,- განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მარტს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში კასკადის, ჭიჭინაძის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ბურღულები, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ძალისი, […]
„არის ფაქტები, რაც ისტორიაზე და მის კანონზომიერებებზე ჩაგვაფიქრებს“ – კონსტანტინე გამსახურდია

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს: „არის ფაქტები, რაც ისტორიაზე და მის კანონზომიერებებზე ჩაგვაფიქრებს. უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსული ბატალიონის მეთაური არის მაქსიმილიან ანდრონიკოვი. ანდრონიკოვი არ არის რუსული გვარი. არც საბჭოთა ეპოქის ცნობილი რუსულენოვანი ლიტერატორი და კრიტიკოსი, მოსკოვში მცხოვრები ირაკლი ლუარსაბის ძე ანდრონიკოვი ყოფილა რუსი – ის იყო ეთნიკურად ქართველი, ანდრონიკაშვილი. ეს გვარი კახეთის […]
„ზურა ჯაფარიძეს იდეების დეფიციტი აქვს და წელიწად-ნახევრიანი დაგვიანებით ჩვენს იდეებს იმეორებს ხოლმე“ – რაქვიაშვილი

ზურა ჯაფარიძეს იდეების დეფიციტი აქვს და წელიწად-ნახევრიანი დაგვიანებით ჩვენს იდეებს იმეორებს ხოლმე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჯანმრთელობის არგუმენტის გამოყენებით არაფერი კარგი არ გამოვიდოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები რატომღაც სტრატეგიად ამას იყენებდნენ და არაფერი გამოვიდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ასე დამთავრდებოდა და როგორც ჩანს, ამას ზურაც […]
თიბისის ციფრულ ბანკში გაიგე რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები

თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას 3 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. აქციებისა და ფონდების გვერდზე, სექტორული კატეგორიების შემდეგ, 3 მოდული დაგხვდება: პოპულარული აქციები ამ კატეგორიაში ის კომპანიებია თავმოყრილი, რომლებსაც ინვესტორები, მსოფლიოს მასშტაბით, საფონდო ბირჟებზე ყველაზე აქტიურად ყიდიან და ყიდულობენ. ანალიტიკოსები გვირჩევენ ეს კატეგორია იმ კომპანიებს გთავაზობს, რომლების მიმართაც, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აქვთ. […]
რამდენი მილიარდის შემოსავალი აქვს Yandex Taxi-ს

Yandex-ი რუსული უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საძიებო სისტემას, ტაქსის აპლიკაციას, ელექტრონული კომერციის პლატფორმას და სხვა სერვისებს აერთიანებს. კომპანიის ტაქსების სისტემა Yandex Go ოპერირებს რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ლიტვაში, სერბეთში, ისრაელში, კოტ’დ იუვარში, ფინეთში, განაში, რუმინეთში, ნორვეგიასა და ბოლივიაში. Yandex-ი ქვეყნების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ჩაშლილად არ აქვეყნებს, თუმცა კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის […]