თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის – „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა თიბისის მხარდაჭერით შენდება. „გრინჰილ რეზიდენსი” 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი 3 დასრულებული ეტაპი 10 ბლოკს მოიცავს. ბოლო ფაზა, რომელიც 2 საცხოვრებელ ბლოკს გულისხმობს, 80 მეტრითაა დაშორებული დასრულებული […]

თიბისის ციფრულ ბანკში გაიგე რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები

თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას 3 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. აქციებისა და ფონდების გვერდზე, სექტორული კატეგორიების შემდეგ, 3 მოდული დაგხვდება: პოპულარული აქციები ამ კატეგორიაში ის კომპანიებია თავმოყრილი, რომლებსაც ინვესტორები, მსოფლიოს მასშტაბით, საფონდო ბირჟებზე ყველაზე აქტიურად ყიდიან და ყიდულობენ. ანალიტიკოსები გვირჩევენ ეს კატეგორია იმ კომპანიებს გთავაზობს, რომლების მიმართაც, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აქვთ. […]

„ვაშაძე უნდა გავუშვათ, – აშშ პოლტიკურ ისტებლიშმენტს ახალ სტრატეგიას დაუწერს, თორემ რაღა დროს ტრამპი და ბაიდენია?!“ – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პრეზიდენტობის კანდიდატები ისევ ტრამპი და ბაიდენი იქნებიან! ერთი კარგი პოლიტიკური ვეტინგი ამერიკასაც სჭირდება! ვაშაძე უნდა გავუშვათ, – აშშ პოლტიკურ ისტებლიშმენტს ახალ სტრატეგიას დაუწერს, თორემ რაღა დროს ტრამპი და ბაიდენია?! იმოტოლა ამერიკაში ერთი ადამიანი ვერ მონახეს, ამ მოხუცების ამარა რომ დარჩნენ?! ახლა ვიღაც იტყვის, – ტრამპი შედარებით ახალგაზრდააო! კი, ბაიდენთან […]

“დაუვიწყარი ღამე” – ლიზა ყენიას გამოსვლა Red Pavilion Brooklyn და ქართველი ვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება – Marao

“დაუვიწყარი ღამე” – ლიზა ყენიას გამოსვლა Red Pavilion Brooklyn და ქართველი ვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება – Marao ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ლიზა ყენია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მეუღლესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ცხოვრობს და საკუთარ […]

ფოტოები: ორსული ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში პირველ კადრებს აქვეყნებს – Marao

ფოტოები: ორსული ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში პირველ კადრებს აქვეყნებს – Marao ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფრომაცია, რომ მომღერალი მესამე შვილს ელოდება, რაც მისი ოჯახის ახლობელმა დაადასტურა […]

ჯაფარიძე “ზღაპარს” უწოდებს ცნობას, რომ მელიასთან შეთანხმება ელენე ხოშტარიას გამო ჩაიშალა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე უარყოფს, რომ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებასთან შეთანხმება ელენე ხოშტარიასა და დავით კეზერაშვილის მეგობრობის გამო ვერ შედგა. სწორედ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ არის გაერთიანებული „გირჩი-მეტი თავისუფლება“. ამის შესახებ მან 12 მარტს „ტვ პირველზე“ „რეაქციაში“ ისაუბრა. „არაფერი ასეთი არ ყოფილა, რომ რადგან ხოშტარიას ნათქვამი აქვს, რომ კეზერაშვილი მისი მეგობარია, ამის გამო […]

დოლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6586 ლარი ეღირება, ევრო – 2.9061 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4003 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6570 ლარი ღირდა, ევრო – 2.9052 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3999 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 მარტს ამოქმედდება.

შვედეთის ელჩი მაჭახელას ეროვნულ პარკში იმყოფებოდა

მაჭახელას ეროვნულ პარკში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელ ხათუნა ზალდასტანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. სტუმრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის […]

პუტინი: ბირთვული ომისთვის მზად ვართ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთი, ტექნიკურად, ბირთვული ომისთვის მზადაა და თუ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს გაგზავნის, ეს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად იქნება განხილული. 15-17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბირთვული ომის სცენარი „საჩქარო“ არ არის და რომ ის ახლა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას […]

კეზერაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ვიზაზე პრობლემები ოცნების კამპანიის გამო შეექმნა

ტელეკომპანია ფორმულა მათი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის წერს, რომ კეზერაშვილს აშშ-მ ვიზაზე უარი ქართული ოცნების ცილისწამების კამპანიის გამო უთხრა. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის ვინაობა. “საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე. ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, […]