რელიგიის სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოში მცხოვრები ეზიდები, დღეს გაზაფხულის დადგომას, „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, „ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 28 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათეულ […]

როგორ დაეხმარა საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებები “ტესსუტოს” განვითარებაში?

„ბავშვობიდან მიზიდავდა ქსოვილი და მისი მრავალფეროვნება. როცა ვმოგზაურობდი და ვიგებდი მეტს სხვადასხვა ქვეყანაში დიზაინის გადაწყვეტებზე, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაშიც გადმომეტანა – აქედან დაიბადა “ტესსუტოს” შექმნის იდეა“, – იხსენებს თამუნა მალაყმაძე, კომპანია “ტესსუტოს” დამფუძნებელი. “ტესსუტო” 2018 წლიდან ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ტექსტილის ნაწარმს სთავაზობს. „ვიმეგობროთ ინტერიერში“ ეს ტესსუტოს სლოგანია და კარგად გადმოსცემს მისიას […]

6 ყოველდღიური საჭიროება, რომელსაც თიბისის ციფრული ბანკი მოგიგვარებს

თიბისის ტექ გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის რომ მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო საბანკო აპლიკაციის გამოცდილება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მისცეს საშუალება, რომ თავიანთი საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად განახორციელონ, სადაც არ უნდა იყვნენ. ამ მიზნით თიბისიმ აპლიკაციაში ბარათების მართვა კიდევ უფრო გაამარტივა:

უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესი 17 394-მა პირმა დაარღვია

საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესი 2022-2023 წლის განმავლობაში, ჯამში, 17 394-მა პირმა დაარღვია. აქედან 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნისა და ტრანზიტით მგზავრობის წესი 7937-მა პირმა დაარღვია, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით კი, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 9 457 შეადგინა. ამასთან, ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის […]

თიბისის მხარდაჭერით გაიმართება საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე (რ)

19 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება საუბრები ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ თუ როგორ შეიქმნა სპექტაკლი ბროწეულის ფერი, რომლის წარმოდგენაც 18 მარტს, რუსთაველის თეატრში შედგება. ხელოვანები ისაუბრებენ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მის ხედვას […]

ხეერტ ვილდერსი არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად პრემიერმინისტრის პოსტზე უარს ამბობს

ხეერტ ვილდერსი, რომლის პარტიამაც 2023 წლის ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პრემიერმინისტრის პოსტზე უარს ამბობს. ვილდერსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა. “მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გავხდე პრემიერმინისტრი თუ კოალიციის ყველა პარტია ამაზე თანახმა იქნება. ასე არ მოხდა” – დაწერა ხეერტ ვილდერსმა. ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, […]

კიმ ჩენ ინმა ახალი ტიპის ტანკი გაატარა და ჯარს ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოინახულა სამხედროები სატანკო სწავლების დროს და ჯარისკაცებს მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად. შეხვედრის დროს ჩრდილოკორეელმა დიქტატორმა თავად გაატარა ახალი ტიპის ტანკი. კიმ ჩენ ინი ბოლო ვარჯიშების დროს ხშირად მოუწოდებს საკუთარ ჯარს, რომ ომისთვის მზად იყვნენ. ჩრდილოეთ კორეამ სატანკო წვრთნები აშშ-სა და სამხრეთ კორეის ყოველწლიური თერთმეტდღიანი […]

რუსეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი მი-8

რუსეთის მაგადანის ოლქში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა მი-8, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2 ადამიანის სიკვდილი დადასტურებულია. დანარჩენების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს, რომელიც ავიაგადამზიდავ „დალნერეჩენსკ ავიას“ ეკუთვნოდა, ოქროს მომპოვებელ საბადოზე დასაქმებულები გადაჰყავდა. პროკურატურის წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია

აფეთქებამ თბილისში 9-სართულიანი კორპუსი დააზიანა, მსხვერპლი არ არის

გვიან ღამით თბილისში ძლიერმა აფეტქებამ სამტრედიისნ ქუჩაზე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არც არავინ დაშავებულა და არ დაღუპულა, თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად ევაკუირებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მრავალბინიან სახლში 93 ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი სასტუმროებში მოათავსეს, ნაწილი კი — ახლობლებთან. „კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის […]