რუსეთი: ბელგოროდზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 მარტის ღამეს, უკრაინამ იერიში მიიტანა ბელგოროდის ოლქზე. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მობილურმა ჯგუფებმა ჩამოაგდეს 14 დრონი და 8 რეაქტიული რაკეტა. ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაციის მონაცემებით შეტევის შედეგად დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე […]

რესან კონცელიძე როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დეპუტატი რესან კონცელიძე როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც რესან კონცელიძის განცხადებაშია ნათქვამი, შავაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის დადგომამდე არ გაუცია პასუხი „ოპოზიციური ტელევიზიების ცილისწამებისა და რეპუტაციის შეგნებულად დამაზიანებელი პირებისათვის“, ასევე, ბრალდებებისათვის, თითქოს ის აწარმოებდა გამოძიებას და იყო საქმის გამომძიებელი, რომ თითქოს მან მოახდინა შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირება და 15 წლის განმავლობაში მფარველობდა დამნაშავეებს. „საზოგადოების […]

სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. იმ კორპუსის გარდა, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ფართები და ავტომანქანები. “მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ. საშინელი ხმა იყო. მთელი კორპუსი შეზანზარდა. მიწისძვრა მეგონა, მინები ჩაიმსხვრა, იყო ნგრევა. როგორც ვიცი, არავინ დაშავებულა”, […]

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს სემეკის თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, საარჩევნო ტექნოლოგიებს ამჯერად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლები გაეცნენ. „სემეკის წარმომადგენლებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე მიაწოდა ინფორმაცია. ელექტრონული აპარატების პრეზენტაციას […]

საქართველო გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა

ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაშია და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა, – ამის შესახებ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული. საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩინეთს და სხვა. ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 2015–2022 წლებში 4 პუნქტით გაუმჯობესდა და […]

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 177 791 იყო – სტუდენტთა შორის 30 701 უცხოელია

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 177 791 იყო, საიდანაც ყველაზე მეტი 66 515 პირი სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებაზე ირიცხებოდა – სტუდენტთა შორის 30 701 უცხოელია. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში, სტუდენტთა შორის უმრავლესობა, 91 012 ქალი, 86 779 კი კაცია. რაც შეეხება კონკრეტულ საგანმანათლებლო […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას

ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მოთხოვნების შეუსრულებლობამ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას […]

თბილისის საკრებულოს დეპუტატი – სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების გამო კორპუსის დაზიანების ხარისხი მძიმეა – სასტუმროებში 53 ადამიანია გაყვანილი

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, სხვადასხვა სასტუმროში 53 ადამიანია გაყვანილი. როგორც ჩხარტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე კორპუსებიც, თუმცა იქიდან ადამიანების გაყვანის საჭიროება არაა. დეპუტატი ამბობს, რომ ფართი, სადაც აფეთქება ამოხდა კომერციული იყო, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები […]

რეზო ხარაზი – მივმართავ, ივანიშვილის „ოცნების“ ჩინოვნიკებს, გამოაქვეყნეთ სტატისტიკა თქვენი ხელშეწყობით ბათუმში რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა

მივმართავ, ივანიშვილის „ოცნების“ ჩინოვნიკებს, გამოაქვეყნეთ სტატისტიკა თქვენი ხელშეწყობით ბათუმში რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე მტკიცებით, “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები სამუშაო ადგილების შესაქმნელად არაფერს აკეთებენ, რის გამოც, მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან. „დღეს ბათუმი, “ქართული ოცნების” 12 წლიანი მმართველობის შედეგად ბევრი ნეგატიური გამოწვევის წინაშე დგას. […]

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური

ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდის ავტომატური სადგური დაემატა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ […]