ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას უნდა ველოდოთ – „სენტა ოილი“

ბენზინის თვითღირებულება 20 თეთრით უკვე გაიზარდა – ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, საწვავის თვითღირებულების ზრდა, შემდეგ უკვე საცალო ქსელზე ისახება, შესაბამისად, თუ ყველა სხვა ფაქტორი უცხვლელი დარჩა, ბენზინი 20 თეთრით გაძვირდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა. „უმთავრესი […]

იაპონიის სასამართლომ ერთნაირსქესიან ქორწინებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

14 მარტს იაპონიის ქალაქ საპოროს სააპელაციო სასამართლომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსგავსი შეზღუდვა “არაკონსტიტუციური” და “დისკრიმინაციულია”, თუმცა, სასამართლომ უარყო მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რაც მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას გულისხმობდა. “ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება, როგორც ჩანს, დანაკლისს ან საზიანო შედეგებს არ იწვევს”. – ამბობს სასამართლო. პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ცუნამორი ფუმიიასუმ განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე აპირებს, გადაწყვეტილება […]

SJC: ფორმულადან გათავისუფლებულმა ოპერატორმა არხს სასამართლოში შრომითი დავა მოუგო

ტელეკომპანია ფორმულადან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა ოპერატორმა, გიორგი ჯიბღაშვილმა არხს სასამართლოში შრომითი დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს, რომელიც ჯიბღაშვილის ინტერესებს იცავდა. “13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლითაც უკანონოდ ცნეს ფორმულას გადაწყვეტილება მოსარჩელის, გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, სასამართლომ ასევე უკანონოდ ცნო ფორმულას ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური […]

თინა ბოკუჩავამ აღიარა , რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში- ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე

თინა ბოკუჩავამ აღიარა , რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში- ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის […]

ევროკავშირის საბჭო მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მექანიზმის გაფართოებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა (Coreper) შეათანხმეს პოზიცია რეგულაციის პროექტთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი განახლდება. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ როდესაც ახალ კანონს მიიღებენ, ის გააძლიერებს ევროკავშირის მექანიზმებს, დაუპირისპირდეს სიტუაციებს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. „განახლებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს […]

გია ვოლსკი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას. ვოლსკის თქმით, ეს განცხადება მიზნად ისახავს, „როგორმე ხელში აიღონ მართვის ბერკეტები და განახორციელონ ის სანუკვარი გეგმა, რაც აქამდე გააჩნდათ“. “საერთაშორისო გამჭვირვალობამ თავი ისე შეირცხვინა, რომ […]

სოზარ სუბარი – სისხლის სამართლის გამოძიება არის ორლესული მახვილი – როგორც რუსი გენერლის დანაშაულს იძიებს, ასევე შეიძლება გამოიძიოს სააკაშვილის საქმეც, თუკი მისი დანაშაული გამოიკვეთება – სწორედ ამიტომ ატეხა განგაში სააკაშვილმა

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიხსენებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მიერ მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე საუბრობდა, არამედ პირდაპირ ამბობდა, რომ ეს იყო გარიგება რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსეთისთვის ტერიტორიების გეგმური გადაცემა მოხდა. რამდენად მართალია სალომე ზურაბიშვილის ეს ნათქვამი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საზოგადოებრივი […]

პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად. “საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონისთვის მზადების პროცესს და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება. ხაზი გაესვა ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს […]

რუსეთის თავდაცვის უწყება – უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ

უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა აღკვეთეს მტრის მცდელობა, შეეღწიათ ბელგოროდის ოლქის სოფელ სპოდარიუშინოს ტერიტორიაზე. „საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების […]

„მოულოდნელად გარდაიცვალა“ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი

რუსეთში გარდაიცვალა ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ კიდევ ერთი ტოპმენეჯერი. ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, 53 წლის ვიტალი რობერტუსმა თავი მოიკლა. ცნობა ვიტალი რობერტუსის „მოულოდნელი გარდაცვალების“ შესახებ „ლუკოილის“ ოფიციალურ ვებსაიტზე 13 მარტს გამოქვეყნდა. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა. დღეს, 14 მარტს, რუსული გამოცემა Baza თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რობერტუსმა თავი მოიკლა. გამოცემა „მედუზა“ ყურადღებას ამახვილებს, […]