ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია ლოზუნგით – “ნარკოტიკი კლავს“, “შეაჩერეთ ერის გენოციდი” გამართეს

“შეაჩერეთ ერის გენოციდი”, “ნარკოტიკი კლავს”, – ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ამ ფორმით ცდილობენ, ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ, რათა ნარკოტიკს უამრავი ახალგაზრდას სიცოცხლე ეწირება. “აქ შევიკრიბეთ დედები, ვისაც ჩვენი შვილების მომავალო გვაღელვებს. ხედავთ რა მდგომარეობა გვაქვს, აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა და ნარკოპოლიტიკას გადახედოს”, – ამბობენ […]
თბილისში აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ქალაქ თბილისში, ირაკლი აბაშიძის N20-ში, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. საკრებულოს ინფორმაციით, გოჩა ჩოგოვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი იყო წლების განმავლობაში, გახლდათ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემელაძემ ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ – დამაარსებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს. ამის […]
ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ იგი გეგმავს, მეზობელ ქვეყნებში ჩავიდეს. ამის შესახებ მან დღეს, 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის ცნობით, შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, რასაც ერთ კვირაში მოყვება ვიზიტი სომხეთში. “მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება […]
სააკაშვილი კალაშოვზე: შეიძლება მისი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო “მოგვარებაც” იყოს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე გათავისუფლებას გამოეხმაურა. სააკაშვილი მის გათავისუფლებას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და წერს, რომ “არ გამორიცხავს” კალაშოვს რუსეთის მხრიდან “ციხეში მისი საკითხის საბოლოო “მოგვარების” დავალებაც” ჰქონდეს მიღებული. “რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, […]
ოდესის “ჩერნომორეცის” მწვრთნელი აშშ-ში გაიქცა

ოდესის “ჩერნომორეცის” ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იგორ კასიანენკო თურქული შეკრებიდან გუნდთან ერთად უკრაინაში არ დაბრუნდა და აშშ-ში გაემგზავრა. ის მაიამიში იცხოვრებს. ანტალიას აეროპორტში კასიანენკო თვითმფრინავში გუნდთან ერთად არ ჩაჯდა, – იტყობინება უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო. კლუბმა კასიანენკოს საქციელი დაგმო და განაცხადა, რომ მოღალატეს მწვრთნელის ლიცენზიას გაუუქმებს, რამეთუ ფეხბურთში მოღვაწეობის უფლება არ აქვს.
ევროპარლამენტი უჩივის კომისიას უნგრეთისთვის თანხის განბლოკვის გამო

ევროპარლამენტი უჩივის ევროკომისიას უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გაყინული სახსრების განბლოკვის გამო. ევროპის პარლამენტის პარტიების ლიდერები ხუთშაბათს შეთანხმდნენ საქმის შეტანაზე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში. სამართლებრივ დავის ინიცირებას მხარი დაუჭირა ყველა დიდმა პარტიამ, ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჩათვლით. EPP-მ აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი მარტო არ მოქმედებდა, რადგან კომისრები სხვა პარტიებიდან ასევე დასთანხმდნენ თანხის გაცემას. „ჩვენ […]
“კალაშოვმა 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა… დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამეც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს. როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც რა თქმა უნდა არ მივიღე, პირიქით რჩევა დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა, თუმცა არ […]
“აბა, ქალბატონო სალომე! გათხარეთ კიდევ ერთხელ! ანშანტე!” – მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე: წელი გავიდა უკვე ამ ტრაგიკული მოვლენიდან. ევროკავშირის დროშა შეჰბღალეს! მერე რა, რომ ევროკავშირის დროშას ევროპაშიც ხევენ, წვავენ და თელავენ! ის ხომ თეთრი ადამიანები არიან, აბორიგენებისთვის ეს ქცევა დასჯადია! პარლამენტის, ქალაქის და პოლიციელების დაწვა რა არის იმ მკრეხელობასთან შედარებით, რაც ჩაიდინეს! წმიდათაწმიდა, ჩვენი მიზანი და სასოება, ჩვენი შიგევროპულობის სიმბოლო დაწვეს, ხალხო! […]
ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 […]