Il Mattino: ოსიმენსა და “ნაპოლის” ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა – ეს გავლენას კვარაცხელიაზეც ახდენს

არახალი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლის” დატოვებს. წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ “ჩელსი”, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არიან. თავის მხრივ, “პარი სენ ჟერმენი” მბაპეს ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ ოსიმენის კანდიდატურას განიხილავს. ცნობილი იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ცნობით, “ნაპოლის” ფეხბურთელებსა და ვიქტორ ოსიმენს შორის დაპირისპირებაა. ნიგერიელის ბოლოდროინდელი […]
ანსამბლ “ფესვებს” პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა აუკრძალეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ანსამბლ “ფესვების” წევრები, რომლებიც აჭარიდან მოდიოდნენ თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, “გზიდან გააბრუნეს”: “ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი “ფესვები”, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან და დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის გამოსვლა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს […]
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთაც სხვების აზრების წაკითხვა შეუძლიათ

დიახ, მათ იციან თქვენი საიდუმლოებები! საუბარია ზოდიაქოს წრის ექვს წარმომადგენელზე, რომელთაც თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლიათ. კირჩხიბი მგრძნობიარე და ემოციურ კირჩხიბებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის ყველაზე დიდი თანაგრძნობის უნარი აქვთ. ამიტომ ისინი ყოველთვის დროულად ხვდებიან, როცა ადამიანებს მათი მხარდაჭერა სჭირდებათ და საჭირო რჩევებით ეხმარებიან კიდეც. სხვისი ემოციების ამოცნობა, თითქოს იმ ადამიანის „თავში ზის“, ყველაზე მარტივი ამოცანაა […]
დღეიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობების უფასოდ ჩანაცვლება დაიწყო

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) […]
სალომე ზურაბიშვილი ვისზეც ამბობდა, რომ ომის გამჩაღებლები იყვნენ და ქვეყნის ტერიტორიები გეგმურად ჩააბარეს რუსეთს, დღეს მათ ლიდერად გვევლინება, სააკაშვილი კი შეიძლება შეიწყალოს კიდეც
სალომე ზურაბიშვილი ვისზეც ამბობდა, რომ ომის გამჩაღებლები იყვნენ და ქვეყნის ტერიტორიები გეგმურად ჩააბარეს რუსეთს, დღეს მათ ლიდერად გვევლინება, სააკაშვილი კი შეიძლება შეიწყალოს კიდეც „იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი“, – ამის შესახებ მედიასთან […]
ბექა ოდიშარია – იმ ორ მოსამართლეს, რომელიც უზენაეს სასამართლოს არ ეთანხმება, ვურჩევდი, თავი დაანებოს კეკლუცობას – წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო

ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას. წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო. როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ ყველაზე მეტად, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. “ვეტინგთან” დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს. როგორც ოდიშარია აცხადებს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სწორედ […]
შალვა პაპუაშვილი – ლიხტენშტაინი არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი

დღეს შეხვედრა გვექნება ლიხტენშტაინის სამთავროში – პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს რეზოლუციის გაერო-ში, რომელიც ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ. „ლიხტენშტაინის სამთავროში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს […]
გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა. „შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იურიდიული დახმარების […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 27 დრონიდან ყველა ჩამოვაგდეთ, დაღუპულია 2 ადამიანი

15 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 27-ვე დრონის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. დრონები კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცკისა და კიევის რეგიონებში გაანადგურეს. გარდა ამისა რუსეთმა უკრაინის ტერიტორია 7 საზენიტო, მართვადი, C-300/C-400 ტიპის რაკეტებითა და ერთი X-59 საავიაციო რაკეტით დაბომბა. ვინიცკის ოლქში უპილოტო […]
რუსეთში არჩევნების პირველ დღეს ბელგოროდი დაიბომბა, საარჩევნო უბნები დროებით დაიკეტა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებული 17 ადამიანი. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ. 15 მარტის დილას ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით საჰაერო თავდაცვამ 7 ვამპირის ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. პროპაგანდისტული მედია Ria Novosty-ს ცნობით […]