მარიამ ტოგონიძეს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი მარიამ ტოგონიძე გაცვლითი პროგრამით ექვსი თვეა, რაც იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში სწავლობს. წელს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, მას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა. „გაცვლითი პროგრამით მარიამი ეუფლება იაპონურ ენას. მისთვის დიდი გამოცდილებაა ყოველდღიურად იაპონურად საუბარი. გარდა ამისა, მარიამის სასწავლო პროგრამა მოიცავს რელიგიის, ისტორიისა და კულტურის შესწავლას. იაპონიაში ყოფნა კი ეხმარება […]

L’Équipe: “რეალი” მბაპეს ოლიმპიადაზე გაშვებას არ აპირებს

კილიან მბაპემ შესაძლოა, პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლანკოსმა” ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა. “რეალში” სურთ, რომ მბაპე კლუბს დამღლელი სეზონის შემდეგ დასვენებული შეუერთდეს და წინასასეზონო მზადება არ გამოტოვოს. შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადა სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება“ – ირაკლი ქარსელაძე

„უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E70) შემადგენელი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. […]

ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქე დაადეპორტოს

ლატვიის ხელისუფლებამ, შესაძლოა, რუსეთის 800 მოქალაქე დაადეპორტოს, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ. „ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, მათ არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის თხოვნით არ მოუმართავთ. აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ლატვიაში. თუ არიან, გასვლის ბრძანება […]

„ტერა ბანკში“ გირაოს სახით ჩადებული უძრავი ქონების მოცულობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, „ბაზის ბანკში“ – შემცირდა

კომერციულ ბანკებს 2023 წლის ბოლო კვარტალში გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 100 მლრდ ლარზე მეტის აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, თითქმის მესამედი, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის. ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები (უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ძვირფასი ლითონები) „თიბისი ბანკის“ […]

სასტუმროს ნომრების ფასი რომ არ იზრდება, ეს აჩვენებს, რომ ჭარბი მიწოდებაა – ვალერი ჩეხერია

ვალერი ჩეხერიას თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად ერთ-ერთი მიმართულება საკონფერენციო ნაწილის გააქტიურებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2027 წლამდე ქვეყანაში 320 ახალი განთავსების ობიექტი უნდა აშენდეს, რაშიც 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა BMG-სთან განაცხადა ქვეყანაში სასტუმროების საწოლფონდი ძალიან გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა შესაბამისად არ იმატებს, რამაც სასტუმროების შემოსავალი შეამცირა. მისი თქმით, სასტუმროების […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ ვადაზე ადრე დატოვა. ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ცნობით, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომაზე თქვა. მათივე ცნობით, შონია და სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. ამჟამად იუსტიციის უმაღლეს […]

უკრაინაში აცხადებენ, რომ დრონებით შეუტიეს რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ დღეს, 15 მარტს, დრონებით შეუტიეს კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. წყაროს თანახმად, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის […]

ბექა ლილუაშვილი – გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი: საზოგადოებას აჩვენოს, რომ არის კლასიკურ „ნაცებზე“ უფრო უკეთესი „ნაცი“ – შეუძლებელია საზოგადოება დააჯერო, რომ „ნაცებს“ გაემიჯნა

გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი – საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არის კლასიკურ „ნაცებზე” უფრო უკეთესი „ნაცი“ – რა თქმა უნდა, შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგმა საზოგადოებას დააჯეროს, რომ ამ პარტიას გაემიჯნა – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მელიასა და გვარამიას გაერთიანებით კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში ახალი სუბიექტი გაჩნდა და ამით, […]

დავით მათიკაშვილი – ბაქაქური და გასიტაშვილი არიან ის მოსამართლეები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ – როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ „ენჯეოებს“, „ნაცმოძრაობას“ და მათ უკან მდგომ ძალებს საპასუხო მადლობით უპასუხონ

როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უპასუხონ ამ მოსამართლეებმა „ენჯეო“ სექტორის ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ასევე “ნაცმოძრაობის” უკან მდგარ შესაბამის ძალებს – უხერხულია, როდესაც მოსამართლეები საუბრობენ, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომელიც […]