ანრი ოხანაშვილი – ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა – ჩვენს გუნდს გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ამიტომ, ჩვენს გუნდს გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაღრმავება. „ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ, ჩვენს გუნდს […]

ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე, სახალხო დამცველი შსს-ს და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებისკენ მოუწოდებს

12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სახალხო დამცველი შსს-ს და გენერალურ პროკურატურას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას დედამ და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს და საქმესთან დაკავშირებით მედიასთან სახალხო დამცველის დასკვნა გაასაჯაროვეს. მათი თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში სახელმწიფო უწყებების მიერ გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზეა საუბარი. უფრო […]

ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე გაეცნენ. როგორც ხობის მერიაში განმარტავენ, პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი, ოთხკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 918 […]

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ გვჭირდება, დასავლეთის ძლიერი ლიდერობა, რომელიც მკვეთრ და გაბედულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმში, რომელიც წელს პირველად ტარდება. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო პანელში – „ევროპის ახალი საზღვრები“, სადაც მან რეგიონში […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება თავად პროგრამებს, მათ უცვლელად გთავაზობთ: „სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ · „დასაქმების ხელშეწყობა“ · „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობა“ · „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ · „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“ ქვეპროგრამა · „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ […]

ბექა ოდიშარია ორ მოსამართლეზე, რომელიც უზენაეს სასამართლოს არ ეთანხმება – ამ მოსამართლეებს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას – წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო

ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას. წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო. როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ ყველაზე მეტად, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. “ვეტინგთან” დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს. როგორც ოდიშარია აცხადებს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სწორედ […]

„ევროოპტიმისტები“ – საბიუჯეტო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ინფორმაციით, საბიუჯეტო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული. “ევროოპტიმისტების“ მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 18 470-ით, ხოლო შტატიანების კი შემცირებულია. მათივე შეფასებით, საყურადღებოა 2022 წელი, ვინაიდან სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებას – ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ : ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, […]

ბორჯომის მერი აშშ-ის ელჩს შეხვდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე. ოთარ არბოლიშვილმა დიპლომატს დაუდასტურა მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორული ურთიერთობები. „მართლაც მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი […]

სალომე სამადაშვილი – თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

პარტია “ლელოში” აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. როგორც სამადაშვილი განმარტავს, ის აპირებს, კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს, პასუხების მიღების შემდეგ კი […]