სტივ კინი: არაბიძისთვის ნაკრებში არგამოძახება დამატებითი მოტივაციაა

16 მარტს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში “ტორპედო” “დილას” უმასპინძლებს. მატჩის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა: “წაგება არასდროსაა სასიამოვნო. წინა მატჩები გავაანალიზეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება – ის გამოჯანმრთელდა და დილასთან მატჩის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან. გიორგი არაბიძე პროფესიონალი და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო

ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა 15 მარტს ოდესაზე რუსების მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე ისაუბრა, სადაც უკანასკნელი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა და აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედროები რუსებისთვის სამართლიან რეაგირებას უზრუნველყოფენ. „ახლა ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარების უზრუნველყოფა რუსული სარაკეტო […]
The Times: “ნიუკასლის” მწვრთნელი ჰოუ გამაოგნებელი მამარდაშვილის ფანია და ტრანსფერის განსახორციელებლად მზადაა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვალენსიას” მეკარით, გიორგი მამარდაშვილით “ნიუკასლია” დაინტერესებული. დღეს ამ ინფორმაციას თვით The Times-ი ადასტურებს გამოცემა წერს, რომ “ნიუკასლში” მეკარის პოზიცია მტკივნეული თემაა, ნიკ პოუპი ჯერ კიდევ ტრავმირებულია, მარტინ დუბრავკა პოუპის კლასის არ არის და მწვრთნელი ედი ჰოუ მზადაა პრობლემა ზაფხულში მოაგვაროს. The Times-ის მტკიცებით, “კაჭკაჭების” თავკაცი მამარდაშვილის დიდი ფანია და ტრანსფერის განხორციელებითაა […]
“თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს ” – ემანუელ მაკრონის განცხადება

“თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს. რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. დასავლეთმა არ უნდა არ გამოავლინოს სისუსტე რუსეთის მიმართ. გარდა ამისა, არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა. ყველა ვარიანტი შესაძლებელია რომ განვიხილოთ,” – თქვა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთთან ომს არ წამოიწყებს.
„შაშვი შაშვი მაყვალს” ნიუ-იორკში აჩვენებენ

13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”: · 13 აპრილს 13:00 საათზე – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. · 14 აპრილს 18:15 საათზე – ლინკოლნ ცენტრში. ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია: პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. “ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის […]
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა – ამ ეტაპზე ვითხოვთ, რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე

ამ ეტაპზე ვითხოვთ, რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე, – ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან პასუხად იღებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით საქმის გამოძიებისთვის. ნატო ხუტაშვილის თქმით, ასეთ პირობებში შეუძლებელია გამოძიება სრულფასოვანი იყო. „სახალხო დამცველმა უარყოფითად […]
სტამბოლის აეროპორტი იანვარ-თებერვალში 11,8 მლნ მგზავრს მოემსახურა

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აბდულკადირ ურალოღლუს განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სტამბოლის აეროპორტში 79 049 რეისი განხორციელდა, საიდანაც შიდა ხაზებზე 17 497 რეისი, საერთაშორისო ხაზებზე კი 61 552 შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში აეროპორტი 11 მილიონ 776 ათას 825 მგზავრს მოემსახურა. მათგან 2 მილიონ 423 ათას 993 მგზავრს შიდა ხაზებზე და 9 მილიონ 352 ათას 832 მგზავრს […]
ისრაელი ჰამასის შეთავაზებაზე უარის მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს დაესწრება

ისრაელი ჰამასის შეთავაზებაზე უარის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს დაესწრება. ისრაელის წარმომადგენლებმა 15 მარტს დაადასტურეს, რომ მათი დელეგაცია კატარში გაემგზავრება. 15 მარტს ჰამასმა ისრაელს და მედიატორ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ახალი პირობები შესთავაზა. შეთავაზებული პროექტი ისრაელის მხარემ მალევე უარყო, თუმცა კატარში მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდნენ. ასევე, რამდენიმე საათის წინ ისრაელის […]
ურკაინამ და რუსეთმა დაღუპული მეომრების ცხედრები გაცვალეს

გაცვლის შედეგად უკრაინაში დააბრუნეს დაღუპული მეომრების 100 ცხედარი, იტყობინება სამხედრო ტყვეების საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი. რუსეთის მხარეს გადაეცა 69 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრები, განუცხადა RBC-ს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა. დაღუპულ სამხედროთა გვამების გაცვლა უკანასკნელად შედგა 16 თებერვალს. მაშინ უკრაინას დაუბრუნეს 58 დაღუპული, რუსეთს – 61. ცნობაში არ არის დაზუსტებული, გადაეცა თუ არა უკრაინას იმ სამხედროთა […]