გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში. ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თვითმხილველთა თქმით, მიღებული ტრავმის გამო, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი დახმარება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ეროვნული ლიგა. IV ტური. “სამტრედია” – “გაგრა” [LIVE]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში “სამტრედია” “გაგრას” მასპინძლობს.
სტეპან გრიგორიანი – სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გახლავთ ის თემა, რის გამოც ასე ერთმნიშვნელოვნად იცვლება სომხეთში განწყობები ევროკავშირის სასარგებლოდ

სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების მიზეზებსა და მიზნებზე, იმაზე, რამდენად უკავშირდება ეს ცვლილებები „სომხეთში მიმდინარე მენტალურ რევოლუციას“, რატომ სთხოვს ერევანი რუსეთს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას, ასევე იმაზე, რატომ ჭიანურდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა, „ინტერპრესნიუსი“ გგლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს სტეფან გრიგორიანს ესაუბრა. – ბატონო სტეპან, ბოლო თვეებია […]
ენტონი ბლინკენი – ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელდა

ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ენტონი ბლინკენის ცნობით, საბჭოს ცხრა წევრიდან უმეტესობა უკვე შერჩეულია, თუმცა გარდამავალი საბჭოს სრულად დაკომპლექტების პროცესი შეფერხდა. „ეს მარტივი და სწორხაზოვანი არასდროს იქნებოდა. ასე რომ, წინ სამუშაოა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. შეგახსენებთ, […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 6.10%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.38 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 51%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან […]
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა, დაწყებულია გამოძიება

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 15 მარტს, მოხდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადრაზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები […]
ოსიმენმა გადაწყვეტილება შეცვალა – ნიგერიელისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

ვიქტორ ოსიმენს კარიერის გაგრძელება “არსენალში” სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ი ავრცელებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ჩელსი” იყო, რადგან ბავშვობაში აფრიკელი “ლურჯებისა” და დიდიე დროგბას დიდი გულშემატკივარი იყო. მიუხედავად ამისა, ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობა სურს, ამიტომ “მეთოფეების” ვარიანტი ვიქტორისთვის უფრო სასურველია. შეგახსენებთ, ოსიმენის დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ […]
ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორში საზღვაო გზით პირველად შეიტანეს

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში საზღვაო გზით პირველად შეიტანეს. ესპანურმა გემმა Open Arms, რომელიც სამშაბათს კვიპროსის სანაპიროდან გავიდა ღაზის სექტორში 200 ტონა საკვები ჩაიტანა. BBC-ის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებისათვის საჭირო ფინანსები ორგანიზაცია World Central Kitchen-მა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ერთად გამოყო. ღაზას სექტორში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული […]
რუსლან აბაშიძე ჰააგაში საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში კერძო ასოციაცია „სოსიეტეტ დე ვიტე“-ს წარმომადგენელი ფრანსუა კომპანჟენი, […]