მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა – „მთავარი არხი“

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა. მათივე ცნობით, არსებული ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან და გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. როგორც ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. მათივე განცხადებით, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის […]
აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა ბევრი ქვეყნისთვის – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა ბევრი ქვეყნისთვის – ილჰამ ალიევი ,,ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის […]
რუსეთთან ომში 64 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

17 მარტს, სამშობლოში უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ჩამოასვენებენ. ლამისყანელი გიორგი გოგიაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო. სანამ უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდებოდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციის ძალებში მსახურობდა. იყო უფროსი სერჟანტი, საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორი. „გიორგი გამოცდილი ინსტრუქტორი და სამხედრო იყო, რომელმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა უკრაინის არმიას ომის პირველი თვეებიდან. ნოდარს აქ ჩამოსვლამდე სამხედრო […]
“წყვილში ფავორიტად ყველა “მანჩესტერ სიტის” მიიჩნევს, მაგრამ…” – რა თქვა ანჩელოტიმ წილისყრაზე

გუშინ, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის “რეალი” ორმატჩიან დუელში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, საკუთარი გუნდის ბოლომდე სჯერა. “მანჩესტერ სიტის” ყველა ფავორიტად მიიჩნევს. ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. არ […]
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – დაღუპულთა რიცხვი 31 500-ს აჭარბებ

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 31,500-ს აჭარბებს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 31,553-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 73,546-მდე გაიზარდა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 63 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა.
ვაკეში სასმელების მაღაზია მერვედ გაქურდეს

ვაკეში სასმელების მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ელექტროსიგარეტები და 1500 ლარის ოდენობის თანხა. “პრემიერ ალკოში” გვიან ღამით სავარაუდოდ არასრულწლოვნები შეიჭრნენ. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მუხლით დაიწყო. სასმელების ეს მაღაზია ბოლო პერიოდში უკვე მერვედ გატეხეს, თუმცა როგორც “პრემიერ ალკოს” მფლობელი ამბობს, დამნაშავეები ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემული.
ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

რუსეთის მხრიდან ოდესაზე პარასკევს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ექიმი და უკრაინის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც დაბომბვის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად შაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა. საერთო ჯამში, რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოებში იმყოფება 39 ადამიანი, მათგან […]
მოდელ კარა დელევინის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი დაიწვა – დაშავებულია 2 ადამიანი

ბრიტანელი მსახიობისა და მოდელის კარა დელევინის ლოს-ანჯელესში მდებარე ორსართულიანი სახლი ხანძარმა გაანადგურა – შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის, მეხანძრე დაშავდა. თავად მოდელი ცეცხლის გაჩენისას ქალაქში არ იმყოფებოდა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქად დაშავებული მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახლში მყოფმა ერთმა ადამიანმა კი მცირე რაოდენობით კვამლი ჩაისუნთქა. სახანძრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია პარასკევს, […]
დღეისათვის საქართველოში მელიორირებული მიწის ფართობი 207 000 ჰა-ს შეადგენს

„საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა წარადგინა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. კომიტეტის წევრებს, დეპუტატებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დარგში არსებული ვითარება – მიღწეული შედეგები და […]
მარტის თვეში დაბადებული ცნობილი ქალები – Marao

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა – ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში […]