შვეიცარიული Swisscom 8 მლრდ ევროდ Vodafone Italia-ს ყიდულობს

შვეიცარიული სატელეკომუნიკაციო კომპანია Swisscom 8 მილიარდ ევროდ ყიდულობს Vodafone Italia-ს, ბრიტანული Vodafone-ის იტალიურ განყოფილებას. Swisscom-ის პრესრელიზის თანახმად, გარიგება მთლიანად ნაღდი ფულით იქნება გადახდილი. Swisscom გეგმავს Vodafone Italia-ს შერწყმას იტალიურ ერთეულთან Fastweb-თან. ხარჯების უფრო ეფექტური სტრუქტურა და სხვა ფაქტორები გამოიწვევს სინერგიას დაახლოებით 600 მილიონი ევროს წელიწადში. ტრანზაქცია სავარაუდოდ 2025 წლის პირველ კვარტალში, მარეგულირებელი დამტკიცების საფუძველზე, დაიხურება. […]

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად აპრილის ბოლოს დასრულდება. ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი – 3 030 […]

დიასპორამ მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად – ზურაბიშვილი

დღეს, 16 მარტს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა. ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა, რომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გასახსნელად მაქსიმალურად იმუშაონ. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დიდი ხანია დიასპორიდან არჩევნებისადმი ასეთი ინტერესი არ ყოფილა. „დიასპორაში დღეს დაახლოებით, ჩვენი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. აქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ამ მილიონიდან დაახლოებით, 17 000 იღებდა, ეს აბსურდია. […]

კირილ ბუდანოვი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენს დავეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში

რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენს დავეხმარებით,- ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარ შენაერთებზე, რომლებიც უკრაინის მხარეს ებრძვიან. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ “რუსეთის თავისუფლება” ლეგიონის, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება. […]

რუსეთმა შესაძლოა იაპონიიდან თევზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმოს

რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს შეზღუდვები იაპონიიდან თევზის იმპორტზე, რომელიც რადიაციული დაბინძურების რისკის გამო დაწესდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ცნობით, ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ფედერაციის საბჭოს სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პოლიტიკისა და გარემოს მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე დვოინიხი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა იმპორტის კვლავ დაშვება 2024 წელს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ IAEA-მ „ფუკუსიმა 1-“იდან […]

IEA-მ 2024 წელს ნავთობზე დღიური მოთხოვნის პროგნოზი 200 000 ბარელით გაზარდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) 2024 წელს ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დღესში 200 ათასი ბარელით, 103,2 მლნ ბარელამდე, ხოლო ნავთობის მოხმარების პროგნოზი 2024 წლის პირველ კვარტალში 400 ათასი ბარელით დღეში, 102 მლნ ბარელამდე, გაზარდა. ორგანიზაციის პოზიციით, ზრდა მხოლოდ OECD-ის ქვეყნების გამო მოხდა. მეორე და მესამე კვარტალის პროგნოზი ასევე გაიზარდა 200 ათასი ბარელით დღეში და შესაბამისად შეადგინა 103 […]

G-7-ის ქვეყნები ირანს შედეგებით დაემუქრნენ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შემთხვევაში

„დიდი შვიდეულის“ (G7) ჯგუფის ქვეყნებმა პარასკევს, 15 მარტს გააფრთხილეს ირანი, რომ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება დასავლეთის მხრიდან “მნიშვნელოვან” საპასუხო ზომებს გამოიწვევს. “თუ ირანი დაიწყებს ბალისტიკური რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მიწოდებას რუსეთისთვის, ჩვენი პასუხი იქნება სწრაფი და კოორდინირებული, მათ შორის მნიშვნელოვანი ახალი ანტიირანული ზომების ჩათვლით”,–განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში აშშ-ა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, კანადამ, იტალიამ, გერმანიამ და იაპონიამ. […]

ზურაბიშვილი: დიასპორამ დღეიდან უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები

დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს წელი, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელია, მოსალოდნელია და საიმედო არის, რომ გაიხსნება გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭირო არის, რომ იყოს მაქსიმალური აქტიურობა. დიასპორაში […]

კულება: უკრაინამ აჩვენა, რომ საკმარისი მხარდაჭერით, შეუძლია დაამარცხოს რუსეთ ბრძოლის ველზე

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა დახმარების გაჭიანურება გამოიყენოს შემდგომი წინსვლისა და კიდევ უფრო დიდი ომის რისკის შესაქმნელად მთელი ევროპისა და დემოკრატიული სამყაროსთვის. ბოლო წლებში უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ საკმარისი მხარდაჭერით, მას შეუძლია, დაამარცხოს რუსეთი ბრძოლის ველზე. აშშ თუ ვერ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა აშშ-ის ლიდერობის როლზე მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის […]

ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო – “უოტფორდმა” “ბირმინგემს” სძლია

ჩემპიონშიფის 38-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „ბირმინგემი“ 1:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და დროებითმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძემ 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 79-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.8, sofascore 6.6, whoscored 6.4. „უოტფორდი“ 48 ქულით მე-13 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს სახლში […]