“თავმდაბალი და მისაბაძი უნდა ვიყო” – კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ადიდასთან” კონტრაქტი გააფორმა, ამ კომპანიის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა. – ბუცები ფანტასტიკურია. Adidas Predator-ი ზიდანსა და სხვა დიად ფეხბურთელებს მაგონებს, რომლებიც ამ ბუცებით თამაშობდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია. – წარმოიდგენდით, რომ “ადიდასის” სახე გახდებოდით? – ვერასოდეს. თუმცა, ვოცნებობდი, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია. ეს სიამაყის განცდაა. – როგორია […]
მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ელაპარაკოს პუტინს, თუ ის მას დაურეკავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დაელაპარაკოს რუსეთის ლიდერს, რადგან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გარდა, საფრანგეთის როლს დეესკალაციაც წარმოადგენს. უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკის შეკითხვაზე, აიღებდა, თუ არა ყურმილს, თუ მას საერთაშორისო დამნაშავე ვლადიმირ პუტინი დაურეკავდა, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, მე ავიღებდი ყურმილს, რადგან მე ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. და მე მოვუსმენდი, თუ რას შემომთავაზებდა. […]
მკვლელობა კანონის სახელით – 17 დღიანი წამება, რომლის უკანაც სისტემა დგას

ტვ პირველის ინფორმაციით, ექიმები, გლდანის ციხის ადმინისტრაცია და თანამესაკენები 45 წლის ლევან ხიდაშელის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა პატიმრის შველა, ვეღარავინ შეძლო. ხიდაშლის დედა “მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალოვანი და სამართალსისტემის გულგრილობამ ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც მძიმე ფსიქიკური აშლილობის მიუხედავად არა ფსიქიატრიულ კლინიკაში არამედ ციხეში გაუშვეს. არ გაითვალისწინეს არც მისი უმძიმესი დიაგნოზი […]
ტელეკომპანია “ფორმულიდან” გათავისუფლებულმა ოპერატორმა დავა მოიგო, თუმცა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ტელეკომპანია “ფორმულიდან” გათავისუფლებულმა ოპერატორმა გიორგი ჯიბღაშვილმა სასამართლო დავა მოიგო, რომლის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების შესახებ ბრძანება , ასევე, სასამართლომ გააუქმა და უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ტელეკომპანიას განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ტელევიზიის დირექტორი ზურა გუმბარიძე, რომელიც საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 2023 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „ფორმულას“ 25 ოპერატორი […]
საფრანგეთის პარლამენტმა ულტრა სწრაფი მოდის აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც სწრაფი მოდის შეზღუდვას ემსახურება, საფრანგეთში, შესაძლოა, Shein-ისა და სხვა მსგავსი კომპანიების რეკლამები აიკრძალოს. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც იაფი ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდებს, მათი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო, ფულად ჯარიმას დააკისრებს. საკითხი კი ამიერიდან სენატში გადადის. პარლამენტში კანონპროექტი 146 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღეს. კენჭისყრის შედეგებს ქვეყნის ეკოლოგიის მინისტრი […]
,, მალე ისეთ რამეს გაჯახებენ შიგ გოგრაში, სულ ტაშს გაკვრევინებენ“ – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ისე, ხელისუფლება რომ რუსებთან ინტენსიურ ჭუკჭუკშია და რუსეთში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, უფრო ინტენსიურად რომ ჩააჭუკჭუკებს, – ეს თუ იცით?! “გასაქცევი მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო!” ისეა საქმე. 🙂 რაზე საუბრობს?! ეს უკვე თქვენ იფიქრეთ: ხელისუფლებაში ყოფნა ოხერი რამეა, ოხერი! რას არ გააკეთებს (და რა არ გაუკეთებია!) საქართველოს ხელისუფლება, კარგად ყოფნა […]
ჩემპიონი უდანაკარგოდ მიიწევს წინ [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულით ლიდერია და 29 მარტს „ტორპედოს“ უმასპინძლებს. 3 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „თელავი“ კი იმავე დღეს სტუმრად „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. თელავი – დინამო (ბთ) 0:1 გოლი: მუჯირი (38)
ზურიკო 69-ე წუთზე შეცვალეს – “ბორდო” “ანსისთან” დამარცხდა

ლიგა 2-ის 29-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ანსისთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მა 6.3 ქულით შეაფასა, flashscore-მა კი 6.1-ით. ჟირონდული გუნდი 37 ქულით მე-13 ადგილზეა და 30 მარტს „პარიზს“ უმასპინძლებს. ანსი – ბორდო 3:1 გოლები: 1:0 კამარა (8), 1:1 ლივოლანი (41), 2:1 კამარა (45+3), 3:1 […]
აშშ-ში TikTok-ის შემოსავალმა $16 მილიარდს მიაღწია

ჩინური კომპანია ByteDance-ის ვიდეოპლატფორმა TikTok-მა 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აპლიკაციას აკრძალვა ემუქრება, $16 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება. 2023 წელს ByteDance-ის შემოსავალი 40%-ით გაიზარდა და $120 მილიარდს მიაღწია, რისი მთავარი კონტრიბუტორიც TikTok-ის ზრდის ტემპია. აპლიკაციას დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, რამაც აშშ-ში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი განაპირობა. FT-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ […]
ბუდაპეშტში გამართულ მიტინგზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს. მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა

პარასკევს ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის აქციაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს. ვიდეომიმართვაში იულია ნავალნაიმ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა “შეძლო მისი ქმართან” გამკლავება და უკრაინაში ომის დაწყება, რადგან იცოდა, რომ ევროპისგან დახმარებას მიიღებდა. “რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები […]