დიმიტრი ხუნდაძე – აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და გაწეულ დახმარებას საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს – გარე დაფინანსებები ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება

აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და […]
ჯანდაცვის წამყვანი პრობლემა ნევროლოგიური დაავადებები გახდა

დედამიწაზე ყოველ მესამე ადამიანს ნევროლოგიური პრობლემები აქვს, რაც მთელ მსოფლიოში დაავადებებს შორის, უკვე პირველ ადგილს იკავებს. ორგანიზმის ნერვული სისტემის დაავადებებმა, რომელთა შორისაა ინსულტი, დემენცია, შაკიკი თუ სხვა, პროცენტულად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც გაუსწრო და ჯანდაცვის სისტემის ნომერ პირველ პრობლემად გადაიქცა. ამერიკელ მეცნიერთა მასშტაბური კვლევა ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მასში ჯანმრთელობის მონაცემთა და ევალუაციის ინსტიტუტის (IHME) […]
პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Holiday World and Region World მიიღო მონაწილეობა. გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩეხური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის […]
ხორცის წარმოებისთვის შესაძლოა პითონების მოშენება დაიწყონ

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი პითონების სახორცედ მოშენებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. მკვლევრებმა გამოიკვლიეს გველების 2 სახეობა – ბადისებრი პითონი და ბირმული პითონი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი წარმოება შეიძლება ეფექტიანი და ეკოლოგიური იყოს. კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. პითონებზე ზრუნვა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ისინი სწრაფად იზრდებიან შეზღუდული კვებითაც კი, მოიხმარენ მცირე საკვებს და აწარმოებენ ბევრ ხორცს. მოხმარებული საკვების თანაფარდობა […]
„თეგეტა ჰოლდინგს“ Citi Bank-ის დელეგაცია ეწვია

წამყვანი გლობალური ბანკის Citi Bank-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ Citi Bank-ის რეგიონული დირექტორი ემრე კარტერი, CEEMEA რეგიონის კაპიტალის ბაზრების დირექტორი დიმიტრი კონონოვი და ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი სანა მეჰრა. შეხვედრის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ჰოლდინგის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა კომპანიის მიერ ადგილობრივი […]
ნატოს გავლენის გაფართოების მცდელობა კავკასიას სტაბილურობას ვერ შემატებს — პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სამდღიან ტურს სამხრეთ კავკასიაში და განაცხადა, რომ ნატოს მცდელობა, გააფართოოს თავისი ყოფნა კავკასიაში, „შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება“. პესკოვის თქმით, ალიანსის მსგავსი ქმედებები რეგიონს სტაბილურობას ვერ შემატებს. „ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში ყოფნის გაფართოების შესახებ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ფაქტობრივად, ნატოს მცდელობებმა, როგორმე […]
სურვილი ორმხრივია – სანჩო, სავარაუდოდ, “დორტმუნდში” დარჩება

Sky Sport Germany-ს ცნობით, “დორტმუნდს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” იჯარით აყვანილი ჯეიდონ სანჩოს შენარჩუნება სურს. “ბორუსია” მზადაა, ფეხბურთელის იჯარა გაახანგრძლივოს, ან ის 35 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. “სიგნალ იდუნა პარკზე” დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ინგლისელია. სანჩო “დორტმუნდში” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით დაბრუნდა და 10 მატჩში 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დავით მათიკაშვილი – როგორ ბედავენ „ნაციონალები“ სოციალურ საკითხებზე საუბარს – 2012 წლამდე ხალხი ქვეყნიდან კი არ გადიოდა, გარბოდა, ტირანულ, სადისტურ რეჟიმს ემალებოდა

საერთოდ, როგორ ბედავენ „ნაციონალები“ სოციალურ საკითხებზე საუბარს – 2012 წლამდე ხალხი ქვეყნიდან კი არ გადიოდა, გარბოდა, ტირანულ, სადისტურ რეჟიმს ემალებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, ბოკუჩავას განცხადება პროვოკაციულია და არანაირ რეალურ მონაცემებს არ ეფუძნება. “გასული ადამიანების […]
„საქართველოს ბანკის“ დირექტორის მოადგილე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

„საქართველოს ბანკმა“ UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის – როგორც ბიზნეს სტრატეგია“ სპიკერი იყო. „ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული […]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ – გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ – გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, კონფერენციის გახსნით ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორი, სარა რუპერტი. „ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში […]