ბოკერია საპატრიარქოზე: მშობლები ვაუჩერებით უნდა წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა

ის რესურსები, რომელიც გადასახადების გადამხდელების, ანუ ჩვენი მოქალაქეების შრომით იქმნება და ბიუჯეტშია დღეს მოხვედრილი უნდა დარჩეს მოქალაქეებს. ფულს მთავრობა საპატრიარქოს ან ნებისმიერ ჯგუფს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს ვაუჩერის სახით და მშობლები წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა და რომელში არა. სახელმწიფოს ფუნქცია აქ მხოლოდ მინიმალური ზღვრის დაცვა უნდა იყოს, რომ ფუნდამენტურ განათლებას იღებდნენ […]

ისრაელმა ქალაქ რაფაზე საჰაერო იერიში დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთში ქალაქ რაფაზე საჰაერო იერიში დაიწყო. პალესტინური წყაროების ცნობით, ისრაელის პირველ სარაკეტო იერიშებს რაფაში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ბოლო საჰაერო იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უახლოეს მომავალში ისრაელი რაფაზე სახმელეთო შეტევის დაწყებასაც გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაში სახმელეთო ოპერაციის გეგმა 15 მარტს დაამტკიცა. ისრაელის ცნობით, რაფაში ჰამასის სამხედრო […]

ლევან ბეჟაშვილი – მოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან უმძიმესი ეკონომიკური პირობებია – მთავარი პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე არის ივანიშვილი, მისი პრემიერი და უმრავლესობა

მოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან დღეს ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური პირობები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბეჟაშვილის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში 800 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო. „ჩემი კოლეგების და საზოგადოების ყურადღება მინდა მივაპყრო იმ მთავარ პრობლემას, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს მოსახლეობას […]

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების ინფორმირების კამპანიაში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის

საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის. ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო და დღემდე ელექტრონული აპარატების დემონსტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ამ […]

რომან გოცირიძე – ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე და რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერია ხუთი, ზურაბიშვილი არის „ნაცი“ – გამოდის თუ არა ბატონი ოხანაშვილი „ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს?

გამოდის თუ არა ბატონი ანრი ოხანაშვილი „ნაცი“, ვინაიდან როგორც აღმოჩნდა, ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს? – აღნიშნული კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. “როგორც ბატონმა ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე ვეტო. მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან ეს მეხუთე ვეტოა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ […]

ჯოზეფ ბორელი აპირებს, ევროკავშირს შესთავაზოს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის 90% უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზებს, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90% უკრაინისთვის, ევროპის ფონდის მეშვეობით, იარაღის შესაძენად გამოიყენონ. ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბლოკს ასევე შესთავაზებს, დარჩენილი 10% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხოს, რათა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენონ. მისი თქმით, ამ წინადადებას […]

დავით კირკიტაძე – ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება – საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა

მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ხალხს ქვეყნის, ოჯახების, შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ. საქართველოში მდიდრდება მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ოჯახებით ტოვებენ. „მინდა დიდ პრობლემაზე გესაუბროთ და […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – დიახ, ეს არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო – ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისევ როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს

დიახ, ეს ნამდვილად არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო – ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისევ როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს – გააჩნია, როდის მიიღო მეხუთე სართული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მსხილაძის თქმით, როგორც პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლო 90-ხმიანი კვორუმით, […]

„თეგეტა ჰოლდინგს“ Citi Bank-ის დელეგაცია ეწვია

წამყვანი გლობალური ბანკის Citi Bank-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ Citi Bank-ის რეგიონული დირექტორი ემრე კარტერი, CEEMEA რეგიონის კაპიტალის ბაზრების დირექტორი დიმიტრი კონონოვი და ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი სანა მეჰრა. შეხვედრის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ჰოლდინგის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა კომპანიის მიერ ადგილობრივი […]

20%-იანი ფასდაკლება „ლურჯი ოკეანის“ სრულ ბიბლიოთეკაზე 31 მარტამდე იმოქმედებს!

ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვის, გამომცემლობა „პალიტრა L”-ს სასიამოვნო სიახლე აქვს: დღეიდან – 31 მარტამდე, „ლურჯი ოკეანის“ სერიის წიგნებზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც „ბიბლუსის“ ქსელში, ასევე ვებ გვერდზე www.palitral.ge. „ლურჯი ოკეანის“ სერია გახლავთ პროექტი, რომელსაც ქართულ საგამომცემლო სამყაროში ანალოგი არ აქვს. „ლურჯი ოკეანე“ 2015 წლიდან, ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე აცნობს ბიზნესის შესახებ მსოფლიოს ბესტსელერებს. ამ პროექტის მიზანი […]