ვინ რამდენი მოიგო კრიპტოვალუტაში – ქვეყნების 2023 წლის რეიტინგი

2023 წელი კრიპტოვალუტის ბაზრების აღდგენის წელი იყო, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში აქტივების ფასები და განწყობა რთული 2022 წლის შემდეგ უმჯობესდებოდა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Chainalysis წერს, რომელმაც კრიპტოვალუტის გამომუშავების მხრივ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგი ცენტრალიზებულ ბირჟებთან ინვესტორების ურთიერთქმედებებზე, მათ შორის, ქვეყნების მიხედვით სავარაუდო მოგების დაყოფაზე არის დაფუძნებული. კერძოდ, ინვესტორების კრიპტოვალუტის მოგების შესაფასებლად კომპანია იყენებს კრიპტოაქტივების […]

ტეხასის შტატს უფლება ექნება, დააპატიმროს ის მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატს უფლება ექნება დააპატიმროს მიგრანტები, ვინც უკანონო მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთენ აშშ-ს საზღვარს. BBC-ის ინფორმაციით, შტატის პოლიციას უფლება ექნება დააკავოს ის ადამიანები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს საზღვარს მექსიკიდან. სასჯელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2000 დოლარამდე, ან, შესაძლოა, ამოყენებული იყოს პატიმრობაც. ბევრად მძიმე სასჯელი ელით იმ პირებს, ვინც საზღვრის უკანონო გადაკვეთად დეპორტაციის შემდეგ […]

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა. ბორის პისტორიუსის ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 საარტილერიო ჭურვს და 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. „ჩვენ ასევე სათადარიგო ნაწილებისა და დიდი რაოდენობით სამედიცინო მარაგების მიწოდებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა პისტორიუსმა. ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, […]

ბრიტანეთი პრინცესას ეძებს – სად არის ქეით მიდლტონი?

ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 2 თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. მისმა გაუჩინარებამ შეთქმულების მრავალი თეორია წარმოშვა. კონსპიროლოგიის ჩაცხრობას არ დახმარებია არც ქეით მიდლტონის ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო, რომელიც გამოაქვეყნეს, შემდეგ კი წაშალეს. ამბავი დეკემბრიდან იწყება. ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი ქეით მიდლტონი ბოლოს საჯარო სივრცეში 2023 წლის 25 დეკემბერს საშობაო ღონისძიებაზე გამოჩნდა, 2024 წლის 16 იანვარს კი კლინიკაში […]

გერმანია აშშ-სგან გრძელი რადიუსის “სტელსის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების ყიდვას განიხილავს

გერმანიის მთავრობამ შეერთებული შტატებისგან 75 ახალი ფრთოსანი რაკეტის JASSM-ER შეკვეთის პროცესი დაიწყო, იტყობინება გერმანული გაზეთი “ბილდი”. ეს თვითმფრინავიდან გაშვებული”სტელსის” ტიპის, გრძელი რადიუსის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც 450 კილოგრამიანი ჯავშანსაწინააღმდეგო ქობინით არის აღჭურვილი. წყაროების დაკონკრეტების გარეშე გაზეთი ამბობს, რომ შესყიდვას შეუძლია გერმანიის არსენალში ამჟამად არსებული “ტაურუსის” რაკეტები ჩაანაცვლოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს შესაძლოა მას შემდეგ მოხდეს, რაც გერმანიას […]

შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ მექსიკის საზღვარზე არ უწევდეს შენს მოქალაქეს დგომა? – ხვიჩია მთავრობას

„გვესმის ასეთი ტიპის ულტიმატუმები – თითქოს ამერიკის ხელისუფლებას აბრალებდე იმას, რომ მექსიკასთან რომ ვიღაც დგას ამერიკის ხელისუფლების ბრალია, შეიძლება ამერიკის ხელისუფლების ბრალიც არის, მაგრამ შენ რა გააკეთე, რომ შენს მოქალაქეს ეს არ მოწეოდა,“ – ამ განცხადებას „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია „რეაქციაში“ აკეთებს. ხვიჩია სთხოვს ხელისუფლებას, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, რა გააკეთა აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს, რომ […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – დიახ, ეს არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო – ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისე როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს

დიახ, ეს ნამდვილად არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო – ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისე როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს – გააჩნია, როდის მიიღო მეხუთე სართული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მსხილაძის თქმით, როგორც პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლო 90-ხმიანი კვორუმით, […]

მამუკა მდინარაძე – არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული – ხალხმა იმისთვის არ იბრძოლა, რომ ვიღაცამ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ

პირდაპირ ვამბობთ, ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული , – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცესკოს ფორმირების წესზე პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების“ განხილვისას განაცხადა. მდინარაძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ფარგლებში შეთავაზებული ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი “ევროპაში არსად არ არის და […]

საელჩოში მომუშავე კლერკს პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება წესით აკრძალული უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ეს განცხადება დაავალეს

საელჩოში მომუშავე კლერკს პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება წესით აკრძალული უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ეს განცხადება დაავალეს ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს ! აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარ დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“ – […]

ვალერი ჩეჩელაშვილი – სირცხვილია, რომ ტურბულენტურ სამყაროში არ გაგვაჩნია საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, ამიტომაც გვესმის წინააღმდეგობრივი შეფასებები: კობახიძე მადლობას უხდის სტოლტენბერგს, პაპუაშვილი – თითს უქნევს

ჩვენ არ გაგვაჩნია საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, ეს არის სირცხვილი, რადგან ასეთ ტურბულენტურ სამყაროში, როგორ შეიძლება ქვეყანამ იმუშაოს გამართული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გარეშე, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის არ არსებობის გამო, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით წინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის. „დღეს […]