გაერო შეშფოთებულია ინიცირებული ცვლილებით, რომლითაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზი მცირდება

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) შეშფოთებას გამოთქვამს “საგადასახადო კოდექსში” თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში 2024 წლის 4 მარტს დაინიცირდა. გაერო-ში აცხადებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და აღნიშნავენ, რომ თამბაქოს კონტროლის სფეროში ეს ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება […]

ფარისევლობა თუ გულისტკივილი – თინა კანდელაკმა აღიარა, რომ ვასილი უტკინთან დამნაშავე იყო

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ვასილი უტკინის გარდაცვალების გამო რუსეთში ბევრმა გამოთქვა მწუხარება და მათ შორის “გაზპრომ-მედიას” გენერალური დირექტორის მოადგილემ თინა კანდელაკმა. ეს გასაკვირია, რამეთუ უტკინი კანდელაკს ხშირად საჯაროდ დასცინოდა, ის კი ანალოგიურად პასუხობდა. “ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი დანაშაული იყო, რადგან ისეთი არაორდინალური ადამიანის მიმართ, როგორიც ვასიაა, განსაკუთრებული ყურადღება იყო […]

კულება: პუტინის ამბიციები არ შემოიფარგლება საქართველო-მოლდოვით, გეგმები უფრო შორს მიდის

“ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ”, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. დმიტრო კულებამ გაიხსენა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომელშიც მოსკოვი NATO-სგან 1997 […]

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატს არალეგალი მიგრანტების დაკავების გზა გაუხსნა

19 მარტის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გზა გაეხსნა კანონმდებლობას, რომელიც ტეხასის შტატის სამართალდამცავ ორგანოებს იმ პირების დაკავების საშუალებას აძლევს, რომლებმაც აშშ-მექსიკის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომლის მტკიცებითაც ხსენებული კანონმდებლობა აშშ-ს კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონს არღვევდა. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, ეს კანონმდებლობა იმიგრაციის რეგულირების საკითხში აშშ-ს მთავრობის უფლებამოსილებას შეუშლის […]

საქართველოში ეს კანონი რომ ყოფილიყო, ახლა ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი იტყუება, „თბილისი პრაიდი“ თუ მისი დონორი

საქართველოში ეს კანონი რომ ყოფილიყო, ახლა ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი იტყუება, „თბილისი პრაიდი“ თუ მისი დონორი პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა მედიასთან „თბილისი პრაიდის“ მიერ გამართულ სემინარზე გააკეთა კომენტარი. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, სხვადასხვა ორგანიზაცია დონორებისგან დაფინანსებას ზუსტად რისთვის […]

“ბორჯომს სასიცოცხლოდ სჭირდება იმ იდენტობის გაძლიერება, რაც ჰქონდა”- ბორჯომის გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო

ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია “სითი ინსტიტუტ საქართველო” მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რომელიც ძირითადად კვლევებს მოიცავდა. ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბორჯომს სჭირდება კურორტის სტატუსის დაბრუნება და ამ მიმართულების გაძლიერება. მისი თქმით, კომპანიამ დამკვეთს შესაბამისი გეგმა 2025 წლის […]

Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე ყოველთვიური გადასახადის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო

Meta-ს გადაწყვეტილებით მათ სოციალურ პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე ყოველთვიური გამოწერის ღირებულება 9.99 ევროდან 5.99 ევრომდე შემცირდება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება კრიტიკის გამო მიიღო, რომელიც კონფიდენციალურობის და კონკურენტუნარიანობის რეგულაციებს შეეხება. Meta-მ სოციალურ ქსელებზე ურეკლამო წვდომისთვის ყოველთვიური გადასახადი გასული წლის ნოემბერში შემოიღო და კრიტიკოსთა შეფასებაც მალევე დაიმსახურა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ Meta-ს მომხმარებელს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადახდა უწევთ. […]

საფრანგეთმა დეზინფორმაცია უწოდა ნარიშკინის განცხადებას უკრაინაში გასაგზავნად 2000 ფრანგი სამხედროს მზადებას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ „დეზინფორმაცია“ უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პარიზი სავარაუდოდ ემზადება საფრანგეთის დაახლოებით ათასი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნისთვის. „ეს არის რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი“, – აცხადებენ საფრანგეთის სამინისტროში. მანამდე რუსეთის მედია ციტირებდა ნარიშკინის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფრანგული კონტინგენტი „უკვე […]

უმნიშვნელოვანესია, მხარი დავუჭიროთ ეკლესიას – ხაბეიშვილი საპატრიარქოსთვის დამატებით 35 მლნ-ს გამოყოფაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ ეკლესიას მხარი უნდა დაუჭიროს. ასე გამოეხმაურა ის მთავრობის გადაწყვეტილებას, საპატრიარქოს სასწავლებლებისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გადაცემის შესახებ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ხაბეიშვილი დაეთანხმა ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც მთავარ არხთან საუბრისას ეკლესიისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საჭიროება იმით ახსნა, რომ “ყველაფერი გაძვირდა”. “არ შემიძლია არ დავეთანხმო […]

აქვს თუ არა Google-ს მსოფლიო მონოპოლია? – CEO-ს პასუხი

Google-ის საძიებო სისტემას მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იყენებს. მეტიც, ბოლო სტატისტიკას თუ შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ Google-ი ყოველ წამს 99 000 ბრძანებას ასრულებს, რაც დღეში 8.5 მილიარდის, წელიწადში კი 2 ტრილიონი საძიებო ოპერაციის ეკვივალენტია. გარდა ამისა, Seo.AI-ის ინფორმაციით, Google-ს საძიებო სისტემების გლობალური ბაზრის 92%-იანი წილი უჭირავს, რაც Desktop ბაზრის 72%-იან და მობილური ბაზრის 92%-იან წილს გულისხმობს. […]