დანილოვი: ყურადღებით ვაკვირდებით მათ, ვინც პუტინს არჩევნებში “გამარჯვებას” ულოცავს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც ვლადიმირ პუტინს არჩევნებში ე.წ. გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ დანილოვი Українська правда-ს ესაუბრა. “ჩვენ ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვინ მიესალმება “პრეზიდენტი” პუტინის ე.წ. გამარჯვებას. საკმაოდ საინტერესო სიაა. არსებობს გაგება, ვინ რა ინტერესებით ხელმძღვანელობს ამ დროს და ვის რა ინტერესები აქვს იმაში, […]

SJC: მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების განახლებისკენ მოუწოდებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა. SJC-ში ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მათივე ცნობით, ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისა და არაეფექტიანი […]

NGO-ები ვეტინგზე: თემა ვერ დაიხურება, ხალხის დაკვეთა სასამართლოს გაჯანსაღება, EU-ის წევრობაა

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეტინგთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრების განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ “სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი”. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოხსნა თავად ხელისუფლებისა და მოსამართლეების ინტერესში უნდა იყოს. NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო […]

ზუგდიდში 50 წლამდე კაცი 70 წლის ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა – ბრალდებული დაკავებულია

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, 50 წლამ­დე ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, 70 წლის მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­იჭ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სცა­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქალ­მა მო­ძა­ლა­დის­თვის ნიღ­ბის მოხ­სნა შეძ­ლო, რის შე­დე­გა­დაც, თავ­დამ­სხმე­ლი ამო­იც­ნო. ბრალ­დე­ბულ­მა მი­მალ­ვა სცა­და. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-137-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ცნო­ბით, […]

ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. ცნობისთვის, ისნის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელიც ისანში ჩამოინგრა, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ.

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „სამწუხაროდ, გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, გია გვახარია. პანაშვიდი 19 მარტს 4-დან 8 საათამდე. მისამართი: 323 ave U“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსი დეპუტატი: Apple-ს შეუძლია, გამორთოს ყველა აიფონი რუსეთში, ხოლო Google-ს — ანდროიდი

რუსეთის სათათბიროს დეპუტატის ანტონ გორელკინის თქმით, „გარკვეულ სცენარში“ ამერიკულ კომპანია Apple-ს შეუძლია, გამორთოს ყველა iPhone-ი რუსეთში, ხოლო Google-ს — Android-ი. რუსული ხარისხის სისტემის („როსკაჩესტვო“) ციფრული ცენტრის ხელმძღვანელ ანტონ გორელკინის თქმით, ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა. „ტექნიკურად შესაძლებელია ყველა Apple და Android სმარტფონის გამორთვა, რომლებიც იყენებენ „გუგლის“ სერვისებს. ეს ხდება იმავე მექანიზმის გამოყენებით, როგორც მოპარული […]

„ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას“ – ოდიშარიას სექსისტური განცხადება ნაცვლიშვილზე

„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერი კოლეგა ქალის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას სექსისტური განცხადებით უპასუხა. ოდიშარიას თქმით, ნაცვლიშვილი ქალია და „მანდილის ღირსებას უნდა გაუფრთხილდეს“. ოდიშარიამ სექსისტური განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 20 მარტს, იმ დროს გააკეთა, როცა ნინო წილოსანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტს წარადგენდა. შესაბამისად, მან სიტყვა არა კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ […]

ავლაბარში შენობა ჩამოინგრა

თბილისში, ისნის რაიონში, ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებული ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო, 14 ოჯახი კი გამგეობის ხარჯით ქირით ცხოვრობს. „შენობა შეყვანილია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში“, – ამბობენ მერიის პრესსამსახურში. მეტეხის ქუჩის N14-ში მუშაობს სამაშველო სამსახური. თბილისის მერიაში დამატებით განმარტავენ, რომ ეზო, რომელშიც […]

“ბარსელონას” ხავის შენარჩუნება სურს – მოახერხებენ კატალონიელები მთავარი მწვრთნელის დაყოლიებას?

Diario Sport წერს, რომ “ბარსელონას” გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავის შენარჩუნება სურს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მოახერხებენ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან პსჟ-ის გააგდებენ, “ბლაუგრანას” ბოსები ახალგაზრდა დამრიგებლის დარწმუნებას შეეცდებიან. მოგეხსენებათ, ხავიმ არაერთგზის აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს. პარარელურად, კატალონიელთა სპორტულ დირექტორ დეკოს რამდენიმე მწვრთნელის ვარიანტი აქვს მონიშნული და თუ ერნადესის დათანხმება […]