გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა მოსკოვის მოპყრობა ნავალნისადმი შეადარა ჯვარცმის დღეს იესოს მიმართ მოქცევას

გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა კრემლის ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიმართ მოსკოვის მოპყრობა შეადარა ჯვარცმის დღეს, ვნების კვირის ანუ წითელ პარასკევს, იუდეის რომაელი მმართველის – „ქრისტეს მსაჯულის“ – პილატე პონტოელის სასამართლო პროცესს იესოს მიმართ. შედარება, რომელსაც „თამამს“ უწოდებს გამოცემა “Bild-ი“, და რომელიც 29 მარტს, დიდ პარასკევთან, გოლგოთისკენ ჯვრით სვლის, „ჯვრის გზასთან“ დაკავშირებით გამოითქვა, ამ ფორმით […]

საქართველო ევროპაზეა – გავალთ ჯგუფიდან?

ისტორია უკვე დაიწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპაზე ითამაშებს. თუმცა, სადამდე გადაიწერება ისტორია? და დაძლევს თუ არა საქართველო ჯგუფურ ეტაპს? ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია. 26 მარტის საღამო „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება. ევროპის ჩემპიონატს გერმანია მესამედ უმასპინძლებს: 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი […]

ზელენსკის გადაწყვეტილებით მოლდოვაში უკრაინის ელჩად ოლექსი დანილოვი დაინიშნა

29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობა დატოვა მარკ შევჩენკომ. შევჩენკომ ელჩის თანამდებობა 2020 წლის თებერვლის ბოლოს დაიკავა. იქამდე, 2015-2019 წლებში თანამდებობას ივან გნატიშინი იკავებდა, რომელიც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაითხოვა. ომის დაწყებამდე მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო. მოგვიანებით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლდოვაში უკრაინის ელჩად ეროვნული […]

გერმანიაში შესაძლოა „ტაქსა“ აიკრძალოს

2024 წლის თებერვალში გერმანიაში გამოქვეყნდა ცხოველთა დაცვის ახალი კანონპროექტი. კანონში გათვალისწინებული ღონისძიებების უმეტესობა ემსახურება შინაური ცხოველების ონლაინ ვაჭრობის რეგულირებას და ლეკვების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღებას. თუმცა, კანონპროექტიდან ისიც ირკვევა, რომ გერმანიაში შესაძლოა ძაღლის ჯიში „ტაქსა“ კანონგარეშედ გამოცხადდეს, წერს Daily Mail. გერმანიის კინოლოგიურმა კლუბმა (VDH) წამოიწყო პეტიცია „ჩვენი საყვარელი ძაღლების“ გადასარჩენად და ამტკიცებს, რომ კანონი […]

მოკლე დროში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა

მოკლე დროში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა გრძელდება ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ხშირი შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები საუბრობენ რეალური სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ რეალურ გაღრმავებაზე და არა “მასწავლებლისა” და “მოსწავლის” უმსგავსო დონის ფორმატში, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა მზარდია […]

საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან მადლიერების, მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი ძალიან კარგად იციან

საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავის სტრატეგიულ მეკავშირეებთან მადლიერების, მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი ძალიან კარგად იციან „ჭოუ ციენის დღევანდელი ვიზიტი ორი მეგობრისა და პარტნიორის შეხვედრას წარმოადგენდა, რომლებსაც, (დარწმუნებული ვარ), ბევრი საინტერესო თემა ექნებოდათ განსახილველი – ეკონომიკური პროექტებით დაწყებული, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინებული“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის […]

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ […]

გია ხუხაშვილი – ოპოზიციაში სავალალო მდგომარეობაა – თუ ხალხის მხარდაჭერა არცერთს არ გაქვთ, გინდა ასე დასხედით და გინდა ისე, გინდა ერთად და გინდა ცალ-ცალკე

ოპოზიციაში სავალალო მდგომარეობაა – თუ ხალხის მხარდაჭერა არცერთს არ გაქვთ, გინდა ერთად დასხედით და გინდა ცალ-ცალკე, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ნეგატიურ სივრცეში გადაყვანისა და „ხმების ყიდვის“ იმედი აქვს. „მთავარია, რომ არჩევნებზე მივიღოთ სურათი, როდესაც „ქოცი“ ვერ გადალახავს 50%-ს. „ნაცებზე“ საერთოდ […]

ანა ნაცვლიშვილი – თუ კორუფციას მართლა ებრძვიან, მაშინ ყოფილ პრემიერს ახლა ძალიან ბევრ კითხვას უნდა უსვამდნენ, რადგან მისი მრავალმილიონიანი სკანდალები არავის დავიწყებია

კორუფცია სათავიდან იწყება და ახლა თავის ისე მოჩვენება, რომ ირაკლი კობახიძე აქამდე მარსზე ცხოვრობდა, ახლა პოლიტიკური თანამდებობა შეიცვალა და ამიერიდან აპირებს კორუფციასთან ბრძოლას, ძალიან დიდი სიცრუეა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა. მისი განცხადებით, „ლელოს“ 1000 – ლარიანი პენსიის დაპირება რეალურია, რადგან ის პარტიის სწორი […]

ლევან არველაძე – დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ

დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. არველაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება მიულოცა საქართველოს. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, […]