IDF უარყოფს ლიბანური მედიის ბრალდებას, რომ გაეროს მანქანაზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფს ლიბანური მედიის ბრალდებას, რომ გაეროს ლიბანური ოფისის (UNIFIL) მანქანაზე ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანით გაეროს ლიბანის ოფისის სამშვიდობო მისიის თანამშრომლები სასაზღვრო ქალაქ რმეიშში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც თავდასხმა განხორციელდა. “გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ამ დილით ისრაელის თავდაცვის ძალებს არ მიუტანია იერიში UNIFIL-ის მანქანაზე რმეიშის ტერიტორიაზე” – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. […]

ნიდერლანდებში ერთ-ერთ ღამის კლუბში შეიარაღებულ მამაკაცს მძევლები ჰყავს აყვანილი

ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ედეში ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ღამის კლუბ Café Petticoat-ში ადრეულ დილის საათებში შევიდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. სამართალდამცველების ცნობით, ჯერჯერობით მომხდარში ტერორისტული მოტივი არ იკვეთება. ამასთან, პოლიციამ ღამის კლუბთან ახლოს მდებარე 150 საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია მოახდინა და […]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მასპინძლობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც „მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი“ განიხილეს. „როგორც იცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მასპინძლობს დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ პანელური დისკუსია […]

ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრებაში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს

აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრებაში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით და წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ. „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრებაში“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის […]

ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „112“-ის ჰოსპიტალიზაციის ყოფილი ორი მენეჯერის ადვოკატი, დავით კუტალაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ჯერ კიდევ 8 თვის წინ გამოიკითხნენ, გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს და ბრალსაც აღიარებენ. „8 თვის […]

მიხეილ ყაველაშვილი – ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში

18 ივნისს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა […]

რომელ პორტალზე გაიყიდება ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები – ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის […]

ქადაგიძე: კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე… წავალ სისტემიდან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება “კატეგირიულად” მიუღებელია. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა. ქადაგიძემ აღნიშნა, ყოველგვარ მონიტროინგზე უარს ამბობს და მათი შემოწმების უფლება არავის აქვს. “მე არ მიცხოვრია ისე, რომ ყოველწლიურ რეჟიმში, კიდევ და კიდევ, მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც […]

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა” გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნეს. „კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს და მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს […]

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს. De Telegraaf-ის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.