მეუღლეზე ძალადობდა – სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა – გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. “სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 […]

ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის […]

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 32 705-ს აღწევს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 32 705-ს აღწევს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 32,705-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 75 190-მდე გაიზარდა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა.

მინდა, პატივისცემა დავუდასტურო ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პატივისცემას უდასტურებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იმ პოზიციის გამო, რაც მან ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ დააფიქსირა. კონკრეტულად, ნინო ქადაგიძისთვის “კატეგორიულად მიუღებელია” მისი, როგორც მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება. უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე ქადაგიძემ განაცხადა, რომ თუ ვეტინგის სისტემა დაინერგება, ის წავა სისტემიდან, რადგან არ სურს, დაექვემდებაროს ვინმეს შემოწმებას. “კიდევ ერთხელ, […]

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან – ევროკომისიის პრესსამსახური

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. „ხვალ მნიშვნელოვანი დღეა: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შემოუერთდებიან. მივესალმები შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრების შემოწმებების გაუქმებას. ეს ორივე ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, ხოლო ისტორიული მომენტია შენგენის ზონისთვის, რომელიც მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების ყველაზე დიდი ზონაა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო […]

კვარაცხელიას გარეშე – უსახური “ნაპოლი” “სახლში “ატალანტასთან” განადგურდა

სერია A-ს 30-ე ტურში “ნაპოლი”, რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე “ატალანტასთან” 0:3 დამარცხდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა. “ნაპოლი” ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე […]

„ჯანიანი“ ექსპორტზე ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში გავიდა

ღვინის ახალი ბრენდი „ჯანიანი“ ექსპორტზე ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ისთან კომპანიის თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა ისაუბრა. „ჯანიანის” ჩამოსხმა პარტნიორებმა გია პირადაშვილმა და კახა შენგელიამ გასულ წელს დაიწყეს და პირველ ჯერზე რამდენიმე დასახელება 30 000 ბოთლი ჩამოასხეს. ეს არის ქართული და ფრანგული ყურძნის ჯიშების ნაზავი, რასაც კუპაჟს უწოდებენ. დღეისთვის უკვე ჩამოსხმულია მუკუზანი, ქისი და […]

“შახტარმა” ისევ გაიმარჯვა – აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა ითამაშეს

უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე „ობოლონი“ 3:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 49-ე წუთზე ტრავმირებული ეფიმ კონოპლიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. „შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 46 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 3 აპრილს ლვოვში თასზე „ჩერნომორეცთან“ ჩაატარებს. ობოლონი – შახტარი 0:3 გოლები: 0:1 სიკანი (16), 0:2 შვედი (45+2), […]

ბათუმში, საკეისროს შემდეგ ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცნობილია, რომ ქალს საკეისრო კვეთა ბათუმის სამედიცინო ცენტრში (BMC) ჩაუტარდა. გარდაცვლილის ქმრის, მურად დავითაძის თქმით, ოპერაციის შემდეგ ქალი თავს კარგად გრძნობდა. გვიან ღამით, მას შეატყობინეს, რომ ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა […]

ლაშა ფარულავა – სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა – სასამართლო „კლანი“, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს ემსახურებიან და არა ქვეყანაში სამართლიანობას

სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს და არა ქვეყანაში სამართლიანობას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, „სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა“. „სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე, ქართულ სახელმწიფოში სამართლიანობას კი არ ემსახურებიან, არამედ ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებსა და სქემებს. ამიტომ არ ვითარდება […]