დავითაშვილის ულამაზესი გოლი და საგოლე გადაცემა – ის საუკეთესო იყო [VIDEO]

ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ბორდოსა“ და „პარიზის“ დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია) და საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია, მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის და ქართველმა იმედები არ გაუცრუა. […]
ბულგარეთი და რუმინეთი ევროპის უვიზო – შენგენის ზონას შეზღუდული უფლებებით უერთდებიან

13 წლიანი ლოდინის შემდეგ, ევროპის კავშირის ორი ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი, 31 მარტს, ნაწილობრივ შეუერთდებიან ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას და გახსნიან საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობას სასაზღვრო შემოწმებების გარეშე. თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია, თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. რუმინეთის მთავრობის […]
მამარდაშვილის მეათე მშრალი მატჩი და დადებითი შეფასებები

ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ ფრეს დასჯერდა – 0:0. მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შესვენების შემდეგ მაპინძლებმა შექმნეს – საჯარიმოდან პეპელუს დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გონსალესმა ვერ შეძლო ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა. შემდეგ დუროს თავური მეკარე გრეიფმა მოიგერია და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კარგად […]
“ნაპოლის” ფეხბურთელებმა საჯაროდ მუხლი მოიყარეს თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსის მხარდაჭერის ნიშნად მისი სავარაუდო რასობრივი შეურაცხყოფის გამო

ფეხბურთის კლუბის, „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს 30 მარტს, “ატლანტას” წინააღმდეგ სერია A ლიგის მატჩის დაწყების წინ თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსისადმი მხარდაჭერის ნიშნად. თანადგომის ეს აქცია ფეხბურთელებმა მოაწყვეს მას მერე, რაც სპორტულმა მოსამართლემ დაადგინა, რომ მილანის “ინტერის” მცველს, ფრანჩესკო აჩერბის, არ შეეხებოდა სანქციები ჟესუსის, რომელიც შავკანიანია, სავარაუდო რასობრივი შეურაცხყოფისთვის სერია A ლიგის ამ მატჩში, რადგან არ არსებობდა […]
The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი Football Weekly: კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც ქართველებმა გააკეთეს, რადგან ქართველები ყველაფერს სწორად აკეთებენ
The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი Football Weekly: კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც ქართველებმა გააკეთეს, რადგან ქართველები ყველაფერს სწორად აკეთებენ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტ Football Weekly-ში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა განიხილეს. პოდკასტის წამყვანმა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაქს რაშდენმა და მისმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, […]
რუსეთში დააპატიმრეს ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის სასამართლო პროცესს აშუქებდა

რუსი ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესს აშუქებდა, მოსკოვში ექსტრემიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. 29 მარტს მოსკოვის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ იგი პატიმრობაში საქმეზე გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო პროცესამდე დარჩება, რომელიც 28 მაისამდე არ გაიმართება. ჟურნალისტს ნავალნის ფონდისთვის მასალების მოგროვება, ვიდეოების დამონტაჟება და წარმოება ედება ბრალად. ნავალნის ფონდი რუსეთში “ექსტრემისტულ” ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ანტონინა […]
ნაკრებიდან დაბრუნებულმა ზურიკომ პარიზელებს გაუტანა

ლიგა 2-ის 30-ე ტურში “ბორდო” პირველი ტაიმის შემდეგ სახლში “პარიზთან” 1:2 მარცხდება. მასპინძელთაგან გოლი საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 29-ე მატჩში დავითაშვილის მეოთხე გოლია. ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია და მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის.
ღაზას დასახმარებლად 300 ტონაზე მეტი საკვებით დატვირთულმა გემებმა კვიპროსის პორტი დატოვეს

გემებმა, რომლებმაც ღაზაში 332 ტონა საკვები უნდა გადაიტანონ, კვიპროსში ლარნაკას პორტი დატოვეს. ხელისუფლების ცნობით, გემები დანიშნულების ადგილზე მომავალ კვირაში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის საქველმოქმედო ორგანიზაციის (World Central Kitchen-ის) განცხადებით, ეს ამ თვეში მეორედ განხორციელებული გადაზიდვაა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორის 17-წლიანი საზღვაო ბლოკადა შეამსუბუქა, რათა პალესტინელებს საკვები მიაწოდონ. კვიპროსის ხელისუფლებამ ისრაელთან […]
შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ საქართველოში და მსოფლიოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს იმ ადამიანებს, რომლების დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. პარლამენტის თავმჯდომარე მორწმუნეებს, მშვიდობას, სიყვარულს, და წარმატებებს უსურვებს. ,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას ვინც დღეს აღნიშნავთ საქართველოში და მსოფლიოში. გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს, და წარმატებებს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ბათუმის კათოლიკურ ტაძარში აღდგომა იზეიმეს

დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის აღდგომას, იმედისა და სიხარულის უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები ბათუმის სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც სადღესასწაულო ლიტურგიას პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა. ტაძარში მყოფ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.