ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ, ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება შემოაწმონ

ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია “არ დაუშვებს პატრიოტი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას”. ღარიბაშვილის მტკიცებით, დღეს ქართული სასამართლო “ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას”. “დღეს ქართული სასამართლო ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას. ეს არის ჩვენი სასამართლო. ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – თავს ვიცავთ, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება – სიცოცხლეს შეუძლია გაიმარჯვოს

ჩვენ ვიცავთ თავს, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აღდგომის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. „ვულოცავ უკრაინელებს და ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვახსენებს სულის ძალას, რომელიც სიბნელის გამარჯვებას არ დაუშვებს. არ დაუშვებს ნების დაჩრდილვას. ის აერთიანებს ოჯახებს, […]

იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ საქართველოს სომეხი მოქალაქეები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას იესო ქრისტეს აღდგომას ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დღეს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, კირაკოს დავთიანი უძღვებოდა. „სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. მაცხოვრის აღდგომა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდი იმედისა […]

ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას ბიუისტი გვირგინით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვერავამ და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდგენის მემორანდუმის დღესთან და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. „33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი […]

რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ

სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამ პირებმა დაარღვიეს მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში. როგორც იტყობინებიან, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან […]

ამერიკელი და ევროპელი “მწვანე ბერეტები” საქართველოში

ევროპის ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას – “ტროას ნაკვალევი 2024” უმასპინძლა. ბათუმთან ახლოს წვრთნაში, რომელიც როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ოპერაციებს მოიცავდა, ქართველი, ამერიკელი, ესპანელი და რუმინელი “მწვანე ბერეტები” მონაწილეიობდნენ

იაპონიამ ახალი თაობის გამანადგურებლების მესამე ქვეყნებში ექსპორტი დაუშვა

იაპონიის მთავრობამ მესამე ქვეყნებისთვის ახალი თაობის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება. სააგენტო აღნიშნავს, რომ იაპონიაში, კონსტიტუციის შესაბამისად, „პაციფისტური პრინციპებით“, იარაღის, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავების ექსპორტზე შეზღუდვები დიდი ხანია მოქმედებს. მიმდინარე კვირაში კი მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა, რომ „აუცილებელია ცვლილებები უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე“, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ იაპონიის „პაციფისტური პრინციპები“ არ შეცვლილა. […]

“ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება” – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია “კანონის სრული დაცვით შემოწმდება”. “ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ეს შემოწმდა დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია შეფასდა დადებითად. რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე […]

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს. „სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას აღდგომას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას აღდგომას ულოცავს. მათივე ცნობით, სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.მაცხოვრის აღდგომის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმაც. „მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებმაც. თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა. საქართველოს […]