„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). […]
იაპონია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის ერთიანდებიან

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის საქართველოში, სლოვაკეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 565,000 აშშ დოლარია, უკრაინიდან ლტოლვილ 480 ქალსა და გოგოს დაეხმარება. ამას გარდა, ინიციატივა მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებაზე, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე. […]
ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება

დღეიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეეძლება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე […]
1 434 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა მარტში

საქართველოში საფონდო ბირჟაზე წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და არც რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად. მარტში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 44 472.60 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებლებს თითქმის 16 000 ლარით ჩამოუვარდება. დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი მარტში 1 434.6 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 3 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „ლიბერთი ბანკს“ და „საქართველოს ბანკს“ […]
IDF: ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დასრულებულია და იქიდან ისრაელის ძალები სრულად გამოდის

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოში სპეცოპერაცია დასრულებულია და ისრაელის ძალები საავადმყოფოდან გამოდიან. რეიდი ალ-შიფას საავადმყოფოში 18 მარტს დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რეიდის მანძილზე მხოლოდ ალ-შიფას საავადმყოფოში 900-მდე ეჭვმიტანილი აიყვანეს, საიდანაც 500 ტერორიზმშია ბრალდებული. ამ ოპერაციისას ისრაელის ძალებმა ასევე მოკლეს 200-მდე შეიარაღებული პირი. აყვანილ და მოკლულ პირებს შორის არიან ტერორისტული ორგანიზაციების ჰამასის […]
თბილისი-მოსკოვის რეისზე მთვრალმა მგზავრმა სტრიპტიზი იცეკვა

30 მარტს, თბილისი-მოსკოვის რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ფრენის დროს თვითმფრინავში სტრიპტიზი იცეკვა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash ავრცელებს. წყაროს ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ქალი ჯერ გვერდზე მჯდომს აწუხებდა, შემდეგ კი გახდა დაიწყო. მის გვერდზე მჯდომს კი დროებით ბორტგამცილებლების ოთახში გადაჯდომა მოუწია. თვითმხილველების თქმით, ქალმა ფრენამდე დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, ფრენის დაწყების შემდეგ კი არაადეკვატური ქცევა დაიწყო. […]
რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება – გზების დეპარტამენტის განცხადება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე არაგვის ხიდის დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა კვირის ბოლოს დასრულდება და გადაადგილება ორივე სამანქანო ზოლზე იქნება შესაძლებელი. დეპარტამენტის ცნობით, სწორედ აღნიშნულმა სამუშაო პროცესმა გამოიწვია გუშინ, 31 მარტს თბილისის შემოსასვლელთან ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება. “მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა […]
„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისზე გერმანიის მიმართულებით ერთი გზა €295-დან ეღირება

„ჯორჯიან ეარვეისი“ სპეციალურ პირდაპირ რეისებს შეასრულებს ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის გულშემატკივრების წასაყვანად. როგორც ავიაკომპანია აცხადებს, ფრენების განრიგი ზუსტად მოარგეს იმ დროებს, როცა საქართველოს ნაკრები ითამაშებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთების ღირებულება ერთი მიმართულებით 295 ევროდან დაიწყება. რეისები კი შემდეგი განრიგით შესრულდება: · თბილისი-დორტმუნდი – 17 ივნისი (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); · თბილისი ჰამბურგი – 21 ივნისი […]
თბილისშიც დაფიქსირდა „ჰავანის სინდრომი“, რაც რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია – ჟურნალისტური გამოძიება

ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“, – „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები“, რაზეც წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, – რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია. The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა, არაერთ შემთხვევას აღწერს, როდესაც ამერიკელმა დიპლომატებმა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ჯანმრთელობის აუხსნელი […]
პარიზი ჩინეთისგან „მკაფიო გზავნილებს“ ელის რუსეთის მიმართ

საფრანგეთის საგარეო საქმეა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ თავის კოლეგასთან პეკინში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარიზი პეკინისგან მოელის „მკაფიო გზავნილებს“ რუსეთის მიმართ უკრაინის ომთან დაკავშირებით. ბოლო წლებში საფრანგეთი და ჩინეთი კავშირების გამტკიცებას ესწრაფვიან. თებერვალში პარიზში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, განუცხადა, რომ აფასებს მისი ქვეყნის „დამოუკიდებელ“ პოზიციას. პარიზი ცდილობს პეკინზე ზეწოლას მოსკოვთან […]