მოსამართლემ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, ამის პარალელურად აშშ-ის მხრიდან ერთგვარი შეზღუდვები რომ რჩება ძალაში ამ მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს გადახედვას საჭიროებს

მოსამართლემ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, ამის პარალელურად აშშ-ის მხრიდან ერთგვარი შეზღუდვები რომ რჩება ძალაში ამ მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს გადახედვას საჭიროებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხი არა მხოლოდ გადახედვას, არამედ ამ მხრივ მეტი ნაბიჯის გადადგმას საჭიროებს. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკას“ განუცხადა. „როდესაც მოსამართლემ კანონმდებლობის შესაბამისად […]

ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, […]

გახარია კალაძეს: მიხედე ფეხბურთს ან უშველე შენს თავს

“მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი,” – ასე პასუხობს თბილისის მერს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი მისი განცხადებების საპასუხოდ კახა კალაძის შეფასებებს ეხმაურება და ურჩევს, რომ ფეხბურთს დაუბრუნდეს: „კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა […]

საქართველოს IT სექტორის შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე – $784 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორმა 784 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 283 მილიონით, ანუ 53%-ით მეტია. IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რა დროსაც საქართველოში დროებით […]

2025 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და კონტროლს დამატებით 101 სამშენებლო პროდუქტი დაექვემდებარება

სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ბაზარზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება – შესაბამის დადგენილებაში ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს. ცვლილებით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებს შორისაა ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაზის ჩაქრობის სისტემების კომპონენტები, კვამლისა და სითბოს საკონტროლო სისტემები, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა – საფრქვევებისა და წყალის შესხურების სისტემების […]

Reuters-ი: ირანმა რუსეთი გააფრთხილა მსხვილი ტერაქტის თაობაზე მოსკოვთან სისხლიანი თავდასხმის წინ – კრემლი უარყოფს

ირანმა რუსეთი გააფრთხილა მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობის შესახებ მის ტერიტორიაზე მანამ, სანამ მოსკოვის მახლობლად თავდასხმა მოხდებოდა საკონცერტო დარბაზზე, იტყობინება სამი წყარო, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული. კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას ირანის მხრიდან გაფრთხილებაზე ინფორმაცია არ ჰქონია. Reuters-ის ცნობაში არ არის კონკრეტულად მოყვანილი წყაროების ვინაობა. ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოსკოვის […]

Georgian Airways-ით საფეხბურთო მატჩზე გაფრენა-დაბრუნება 1900 ლარზე მეტი ჯდება

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გასამართი საფეხბურთო მატჩებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა, ბილეთების გაყიდვა დაიწყო. გერმანიის სამივე ქალაქის მიმართულებით გაფრენისა და უკან დაბრუნების საფასური სულ მცირე 1921 ლარია. ფრენები შესრულდება: · თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); · თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); · […]

ავტორიტარიზმის რუკა საქართველოში – GDI-ის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ავტორირატიზმის კვლევა, რომელიც აანალიზებს იმას, თუ როგორ მოიპოვებს საქართველოს ხელისუფლება კონტროლს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე, მათ შორის სასამართლოზე, პროკურატურაზე, ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე და სხვა ორგანოებზე. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ავტორიტა­რულ პრაქტიკებს, რომლებსაც სისტემატურად იყენებს ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი უკვე მოჰყვა დესტრუქციული […]

სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას 5G ინტერნეტით ისარგებლებენ

დღეიდან ევროპასა და აზიაში მოგზაურობისას, სილქნეტის მომხმარებლები საერთაშორისო როუმინგულ ქსელში 5G ინტერნეტ მომსახურებით ისარგებლებენ. როგორც განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, სილქნეტი კერძო და იურიდიულ პირებს მრავალფეროვანი სერვისით ემსახურება და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს აწვდის. კომპანიამ პირველმა შეთავაზა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარს 5G ინტერნეტ მომსახურება და ასევე პირველი უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას 30-მდე ქვეყანაში. […]

ისრაელი – „ჰამასთან“ ომს 600 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

მოძრაობის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 600 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს განაცხადა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი, 20 წლის ნადავა კოენი დაიღუპა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულა და ჯარები გაიყვანა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში […]